თვითნაკეთი ბომბის აფეთქებისას ორი მცირეწლოვანი დაიღუპა
- მსოფლიო
- 01.04.2016
- 12:38
ორი მცირეწლოვანი დაიღუპა თვითნაკეთი ბომბის აფეთქებისას თურქეთში შირნაკის პროვინციის ქალაქ ჯიზრში.
სააგენტო DHA-ს ინფორმაციით, ოთხი წლის ბიჭუნამ და ექვსი წლის გოგონამ ქუჩაში ნაპოვნი თვითნაკეთი ბომბი სათამაშოდ მიიჩნიეს. აფეთქების შედეგად ბავშვები სასიკვდილოდ დაიჭრნენ, ბიჭი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა, გოგონა კი -საავადმყოფოში.
ჯიზრში რანდენიმე დღით ადრე ქურთთა მუშათა პარტიის მებრძოლების წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა.
თურქეთში 2015 წლის ივნისის შემდეგ კონლიქტის შედეგად 350-ზე მეტი თურქი სამხედრო და პოლიციელი დაიღუპა. ხელისუფლების განცხადებით, ამ პერიოდში განადგურდა 5 ათასი ქურთი ამბოხებული, თუმცა პროქურთული დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, სპეცოპერაციებისას ასობით მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.