png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სახალხო დამცველ თავის ანგარიშში ბარბარე რაფალიანცის საქმეზე არ საუბრობს

  • საზოგადოება
  • 01.04.2016
  • 13:47
 სახალხო დამცველ თავის ანგარიშში ბარბარე რაფალიანცის საქმეზე არ საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში 2015 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ბარბარე რაფალიანცის და სხვა გახმაურებულ საქმეებზე არაფერია ნათქვამი.

1261-გვერდიან ანგარიშში უჩა ნანუაშვილი ყურადღებას ამახვილებს უმარავ საკითხზე, თუმცა არაფერია ნათქვამი 2012 წელს, ამ დრომდე გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული მცირეწლოვანის ბარბარე რაფალიანცის საქმის შესახებ. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტი იმთავითვე გახდა პოლიტიკური კონტექსტის შევცველი.

სახალხო დამცველი ანგარიშში არც იმით დაინტერესებულა, რომ რომ  რაფალიანცის ოჯახის წევრები არაერთხელ მიუთითებდნენ მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე გამოძიების მიმდინარეობისას.

პარალალურად, სახალხო დამცველი საკუთარ ანგარიშში აღნიშნავს, რომ მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, დღემდე უცნობია სახალხო დამცველის 2013–2014 წლების საპარლამენტო ანგარიშებში მითითებული გახმაურებული და საზოგადოებაში მაღალი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების შედეგები და იქვე აკონკრეტებს მხოლოდ ერთ საქმეს, რომელიც 2012 წლის 28 აგვისტოს მოხდა.

„ამ დრომდე კვლავ უცნობია სოფელ ლაფანყურთან, მდინარე ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე ოფიციალური გამოძიების შედეგები. კვლავ გრძელდება გამოძიება 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი დაზარალებული ოჯახების, დაინტერესებული პირებისა თუ ფართო საზოგადოებისათვის. შესაბამისად, გამოძიება უნდა იქნეს მიჩნეული არაეფექტურად და სახალხო დამცველი სამი წლის შემდეგ განმეორებით მოუწოდებს პარლამენტს შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ამ მოვლენების შესასწავლად”, - აცხადებს სახალხო დამცველი.

უნდა აღინიშნოს, რომ საპარალამენტო ოპოზიციამ არაერთხელ გააჟღერა საკითხი იმავე რაფალიანცის, თათუხაშვილისა და სხვათა სააქმეებზე საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე, რაც არც ერთ ეტაპზე არ იქნა მხარდაჭერილი სახალხო დამცველის მიერ, ანალოგიური პოზიციის გამოხატვით.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge