png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისის მერმა და ბიზნეს ასოციაციამ შეხვედრა გამართეს

  • ეკონომიკა
  • 01.04.2016
  • 15:57
 თბილისის მერმა და ბიზნეს ასოციაციამ შეხვედრა გამართეს

თბილისის მერიის ინიციატივით და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, სასტუმრო ,,Courtyard Marriott"-ში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ბიზნესმენებს, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, მოკლე ანგარიში წარუდგინა, ამასთან, ისაუბრეს სამომავლო პროექტებზე, რომლებიც დედაქალაქის ბიუჯეტში მიმდინარე წელს გათვალისწინებულია, განიხილეს პროგრამები, რომლებიც ორიენტირებული იქნება ბიზნეს სექტორთან პოტენციურ თანამშრომლობაზე.

“ჩვენ დღეს ბიზნეს სექტორთან ვსაუბრობთ იმ პროექტებზე და პროგრამებზე, რომლებიც ქალაქის მასშტაბით ხორციელდება და, ასევე, მომავალშიც არის დაგეგმილი. განსაკუთრებით, ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმ პროექტებს, სადაც ბიზნესს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. აქ საუბარია, არა მხოლოდ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და პროგრამებზე, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ ტენდერებში მონაწილეობა, არამედ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია. კერძოდ, უკვე გამოცხადებულია ქალაქის ტერიტორიაზე ისეთი საინტერესო პროექტი, როგორიც არის ავტობუსების გაჩერებების საინვესტიციო პროექტი, სადაც რეკლამით დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ, ასევე, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტექნიკურ- ეკონომიკური დასაბუთების საფუძველზე 12 ადგილას მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობის პროექტი და გვაქვს რამდენიმე სხვა საინტერესო პროექტიც, მათ შორის, სასტუმროების მშენებლობასთან დაკავშირებით შეგვიძლია შევთავაზოთ ტერიტორიები დაინტერესებულ მეწარმეებს, საცურაო აუზების მშენებლობასთან დაკავშირებით და ა.შ. მათგან კი ვისმენთ სხვადასხვა წინადადებებს, მოსაზრებებს და, შესაძლოა, ბევრი მათგანი იყოს საინტერესო, აქტუალური, რაც ჩვენ მოგვცემს ჩვენი პოლიტიკის მომავალში უფრო, ასე ვთქვათ, ბიზნეს ორიენტაციის თვალსაზრისით შეცვლის საფუძველს,რითაც კიდევ უფრო მეტად დავხვეწთ იმ სერვისს, რითიც ჩვენ ვემსახურებით ბიზნეს სექტორს. ამასთან, შევთანხმდით, რომ მიმდინარე საკითხებზე სამსჯელოდ ყოველკვარტალურად შევიკრიბებით, რათა თემები, რაც დაგროვდება პერიოდულად განვიხილოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები“ - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

მერიის ინფორმაციით, ბიზნეს ასოციაციის წევრებმა და სფეროს წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, დედაქალაქის მთავრობას საკუთარი ინიციატივები წარუდგინეს და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გააცნეს.

„ჩვენთვის, ბიზნესისთვის ალბათ მთავარი არის, რომ ბიზნესმენს, რა საკითხებიც აქვს და აწუხებს, სწრაფად და ოპერატიულად იქნას გადაწყვეტილი, ხდებოდეს სწრაფი კომუნიკაცია და ამ კომუნიკაციიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვეძლოს, რომ ეს თემები გადავწყვიტოთ. ვიცით, რომ ქალაქის მერი და მერია ორიენტირებულია, რომ საკითხები მოგვარდეს და ჩვენ ამ კონკრეტულ პრობლემებზე და საკითხებზე ვსაუბრობთ მერთან,“- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე და მერის მოადგილეები, გიორგი ლილუაშვილი, ირაკლი ლექვინაძე და ნინა ხატისკაცი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, ასევე, იმყოფებოდნენ მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის, არქიტექტურის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge