დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
- პოლიტიკა
- 02.10.2015
- 14:20
პარლამენტში, დეპუტატები დავით ლორთქიფანიძე და უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევამდე, რომელიც პლენარული სხდომის დაწყებამდე მოხდა, დაპირისპირება ლორთქიფანიძესა და ,,რუსთავი 2” - ის მხარდამჭერებს შორის დაიწყო.
"თავისუფალი ზონის" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების გაშველება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლებს მოუხდათ. აქციის მონაწილეებმა დეპუტატს პიჯაკი შემოახიეს. ამ დროისთვის პარლამენტში ინციდენტი ამოწურულია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200