primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

მარტში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,3 %, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4,1 % შეადგინა

  • პოლიტიკა
  • 04.04.2016
  • 11:25
მარტში  ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,3 %, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4,1 % შეადგინა

2016 წლის მარტში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,3 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 4,1 პროცენტი შეადგინა. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი გაიზარდა 17,8 პროცენტით.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი წინა თვესთან შედარებით ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,0 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,30 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნული კლება უმეტესწილად განპირობებული იყო ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასების 10,0-პროცენტიანი შემცირებით. გარდა ამისა, შედარებით დაბალი ფასები დაფიქსირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1,0 პროცენტი);

მარტის თვეში ფასების 0,8-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,10 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენის ქვეჯგუფზე (-7,4 პროცენტი);

ფასების 1,5-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფზე, რამაც 0,10 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა თვიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები ძირითადად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (2,2 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 10,2 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,96 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად მომატებული იყო სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (18,7 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11,6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 14,0 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,84 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა ძირითადად დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (19,9 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 2,3 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,74 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (13,4 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (8,5 პროცენტი). ფასების შემცირება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9,6 პროცენტი);

ფასები 3,6 პროცენტით შემცირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -0,46 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები ძირითადად შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-11,1 პროცენტი).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge