კრემლი მთიან ყარაბაღში სასწრაფოდ ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს
- მსოფლიო
- 04.04.2016
- 15:11
კრემლი სომხეთსა და აზერბაიჯანს სასწრაფოდ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა დღეისათვის უპირველს ამოცანას წარმოადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებლია ”დარეგულირების პროცესისთვის საომარი მოქმედებებით გამოწვეული ზიანის მინიმიზაცია”.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება სერგეი ლავროვმაც მოლდოველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრა შეუძლებელია და აუცილებელია, რომ მისი მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევისთვის ყველაფერი გაკეთდეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200