png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი საამზომველო კომპანიების წარმომადგენლებსა და კერძო ამზომველებს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 05.04.2016
  • 10:16
დიმიტრი ქუმსიშვილი საამზომველო კომპანიების წარმომადგენლებსა და კერძო ამზომველებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ  „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ განხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, უფლებადაურეგისტრირებელი, ან კერძო საკუთრებად დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადების ხარჯების ანაზღაურება. ამ საკითხზე მსჯელობისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში მოქმედ საამზომველო კომპანიების წარმომადგენლებსა და და კერძო ამზომველებს შეხვდა. ვიცე-პრემიერთან ერთად შეხვედრას ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიისა  და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა, რომელსაც 400-მდე ამზომველი ესწრებოდა,  კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსიის დაწყებამდე ვიცე-პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა მიწის რეგისტრაციისა და საკადასტრო აზომვითი ხარჯების სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების წესის შესახებ. დიმიტრი ქუმსიშვილმა ამზომველებს ასევე დეტალურად განუმარტა ის პროცედურები, რომლითაც ამზომველებმა სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ.  „მოგეხსენებათ, რომ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ ახალი რეფორმა მიწასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე მიმართულებისგან შედგება. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ  განვახორციელოთ გლეხის მხარდაჭერა თქვენი მომსახურების მიღებაში და გამოვნახოთ რეზერვები ბიუჯეტში იმისთვის,  რომ რეგისტრაციების ნაწილში მოხდეს აზომვების ხარჯების სუბსიდირება. ჩვენ ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, ვიცით, ვის რა ფასი აქვს დაფიქსირებული აზომვით ნახაზებზე და ამის შესაბამისად დავაფიქსირეთ ზედა ზღვრები, თუ რისი გადახდა შეუძლია სახელმწიფოს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე. დღეს სწორედ თქვენთან ერთად გვსურს განვიხილოთ ჩვენი გეგმა და ვიმსჯელოთ ყველა დეტალზე, რათა შევძლოთ ამ პროექტის სრულყოფილად განხორციელება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს კერძო საკუთრების რეგისტრაცია, რათა მაღალი ეკონომიკური ეფექტი მივიღოთ ამ რეფორმიდან“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრის დასასრულს დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა მხარეებს შორის მოსაზრებების გაცვლისა და კონკრეტული, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის პროცესი და აღნიშნა, რომ მთავრობა, საბოლოო განკარგულების გამოცემამდე, საკადასტრო-საამზომველო სფეროს სპეციალისტების მოსაზრებებსა და შენიშვნებს აუცილებლად  გაითვალისწინებს. „ჩვენ თქვენთან საკომუნიკაციოდ გვექნება ცხელი ხაზი და ელექტრონული მისამართი იმისთვის, რომ თქვენგან დამატებითი რეკომენდაციები მივიღოთ ამ მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge