png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ოთარ დანელიას მოწვევით საქართველოში არაბული ფონდების ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან

  • ეკონომიკა
  • 05.04.2016
  • 11:39
ოთარ დანელიას მოწვევით საქართველოში არაბული ფონდების ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას პირადი მოწვევით  საქართველოში მსხვილი არაბული ფონდების ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.

საქართველოს სოფლის მეურნეობის  დარგში საინვესტიციო პოტენციალს არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის სახელმწიფოს ფონდის ევროპისა და ცენტრალურიი აზიის გენერალური დირექტორი, არაბთა საკოორდინაციო ფონდის, რომელიც   საუდის არაბეთის, ქუვეითის, აბუდაბისა და კატარის სახელმწიფოების ფონდებისგან შედგება და ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID) წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ოთარ დანელიამ სტუმრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე პროექტები, აგრარული დარგის საექსპორტო პოტენციალი და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.

მინისტრის განცხადებით, არაბული ფონდების წარმომადგენლები დეტალურად შეისწავლიან საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს.

„დელეგაციის წევრებისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის კუთხით ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებია, თუმცა ინტერესს ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სავაჭრო მიმართულებებითაც გამოხატავენ. იმედი გვაქვს, აღნიშნულ უმსხვილეს ფონდებთან მნიშვნელოვანი პროექტებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ფორმატი იქნება გრძელვადიანი და მასშტაბური“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

„დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით,  რომ დღეს ჩვენ გვქონდა პატივი შევხვედროდით  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს. განვიხილეთ საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობები. ვგეგმავთ არაერთი პროექტის განხორციელებას, მათ შორის,  საირიგაციო და ენერგეტიკული მიმართულებებით“, - განაცხადა ქუვეითის ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის გენერალურმა დირექტორმა, იუსეფ ალ ბადერმა.

როგორც შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთ აფრიკის და ევროპის მიმართულების პროგრამების დირექტორმა, ხალიდა ბუზარიმ აღნიშნა,   ფონდის მიზანია  ისეთი ამბიციური პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში ინოვაციური იდეების პილოტირებასა და კონკურენტიანობის ზრდას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

დელეგაციის წევრები იმ საერთაშორისო უმსხვილესი ფონდების ხელმძღვანელები არიან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ინვესტიციებს, საგრანტო პროგრამებს (ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური კვლევების მიზნით) საერთაშორისო და რეგიონული განვითარების საფინანსო ინსტიტუტების კაპიტალით უზრუნველყოფის ღონისძიებებს ახორციელებენ. ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და სიღარიბის დაძლევის მიზნით, აღნიშნული ფონდები მსოფლიოს მასშტაბით ხელს უწყობენ აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, სოციალური მომსახურების  გაძლიერებას და პროდუქტიულობის, კონკურენტუნარიანობისა და ვაჭრობის ზრდას. 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge