png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი: „აბრეშუმის გზის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“

  • ეკონომიკა
  • 05.04.2016
  • 12:18
დიმიტრი ქუმსიშვილი: „აბრეშუმის გზის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი  თბილისში ვიზიტად მყოფ საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარესთან, ლიუ იანზონგთან ერთად სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრას დაესწრო. ვიცე-პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი  სიტყვით მიმართა და ისაუბრა აბრეშუმის გზის განვითარების მნიშვნელობაზე არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონისა და პროექტში მონაწილე ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის.

საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატა  2015 წელს შეიქმნა ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში. მასში გაერთიანებულია რეგიონის უმსხვილესი კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ უძველესი ქვეყნის აქტიური ჩართვის ხელშეწყობით  რეგიონულ პროექტებში. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარისა და თანმხლები დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის ახალი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს აბრეშუმის გზის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და კონსოლიდირებას. 

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის განვითარება. ჩვენს ქვეყანაში  არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ვითარდება და შესაბამისად, ამით  უფრო ვაძლიერებთ ჩვენს მდგომარეობას აბრეშუმის გზაზე. ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთბრუნვა ამჟამად წლიურად ხუთას მილიონ ტონას შეადგენს  და ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის კვალდაკვალ, ამ ტვირთბრუნვის ნაწილი აუცილებლად უნდა გადმოვიდეს საქართველოზე. ეგრეთწოდებული ცენტრალური გზა, რომელიც საქართველოზე გადის, ნამდვილად ყველაზე მოკლეა, რომელიც აკავშირებს ჩინეთს და ევროპას და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველოს გავლით იმოძრაოს მნიშვნელოვანი რაოდენობის ტვირთებმა. ეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას, დამატებით სამუშაო ადგილებს, დამატებით ცოდნას და ინფრასტრუქტურას“ - განუცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის წარმომადგენლების ვიზიტის ორგანიზატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაა. „თბილისი მერიოტში“ გამართულ შეხვედრას ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, აზია-წყნარო ოკეანის ქვეყნების სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი, საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძე, საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია და სხვა სახელმწიფო და კერძო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge