primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

2015 წელს, წინასწარი შეფასებით, მშპ-ს ზრდამ 2.8% შეადგინა

  • ეკონომიკა
  • 05.04.2016
  • 13:37
2015 წელს, წინასწარი შეფასებით, მშპ-ს ზრდამ 2.8% შეადგინა

2015 წელს, წინასწარი შეფასებით, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ს) ზრდამ 2.8% შეადგინა.

Policy and Management Consulting Group-ის (PMCG) მონაცემებით, ამ პერიოდში, შექმნილი პროდუქციის თვალსაზრისით, ყველაზე მსხვილ სექტორებს ვაჭრობა (16.6%) და მრეწველობა (16.5%) წარმოადგენს, თუმცა აღნიშნული სექტორების მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულება, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია (ვაჭრობა -0.3%, მრეწველობა -1.1%). 2015 წელს, ყველაზე დიდი ზრდა (15.2%) მშენებლობის სექტორში აღინიშნება.

„წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, 2015 წელს, საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელმა გასული ხუთი წლის მინიმუმს მიაღწია და 2.8%-ს გაუტოლდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელობანი შემცირებაა (-1.8 პროცენტული პუნქტი). თუმცა გასათვალისწინებელია რეგიონში არსებული მდგომარეობაც: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2015 წელს, რეგიონში ეკონომიკური ზრდის 2%-ით შემცირება იყო მოსალოდნელი.

მშპ-ს რეალურმა ზრდამ 2015 წლის პირველ კვარტლში 3.2%, მეორე და მესამე კვარტლებში - 2.5%, ხოლო მეოთხე კვარტალში - 2.9% შეადგინა.

2015 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურა სექტორების მიხედვით წინა წლის სტრუქტურის მსგავსია. ამ პერიოდში, ქვეყანაში შექმნილი დამატებითი ღირებულების 16.6% ვაჭრობის, 16.5% - მრეწველობის, 10.7% - ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, 9.3% - სახელმწიფო მმართველობის, 9.2% - სოფლის მეურნეობის, 8.0% - მშენებლობის, 6.6% - უძრავი ქონების, 6.2% - ჯანდაცვის, 5.4% - კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების, ხოლო 4.9% განათლების სექტორზე მოდის.
აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში, პროდუქციის რეალური ზრდა ფიქსირდება ყველა სექტორში გარდა ვაჭრობისა (-0.3%) და მრეწველობისა (-1.1%), რომელთაც რეალური მშპ-ს ფორმირებაში წილის სიდიდის მიხედვით პირველი (ვაჭრობა - 16.6%) და მეორე (მრეწველობა - 16.5%) ადგილი დაიკავეს. ყველაზე მაღალი ზრდა ფიქსირდება მშენებლობის (15.2%), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების (7.1%) და უძრავი ქონების (6.1%) სექტორებში”, აცხადებენ PMCG-ში.

2015 წელს, მრეწველობის სექტორში შექმნილმა პროდუქციამ 3 752 მლნ. ლარის ღირებულება შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.1%-ით ჩამორჩება. პროდუქცია შემცირებულია 2015 წლის ოთხივე კვარტალში, თუმცა ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორი შემცირდა მესამე კვარტალში (-2.5%; 24.2 მლნ. ლარი).

„ამავე პერიოდში, ბიზნეს სექტორის მონაცემებზე დაყრდნობით, მრეწველობის სექტორში შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობაც (- 8 322 კაცი), თუმცა მათი საშუალოთვიური ანაზღაურება 11.8%-ით გაიზარდა და 896 ლარს გაუტოლდა.

2015 წლის მდგომარეობით, მშენებლობის სექტორის მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება (15.2%-ით) 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ზრდა ფიქსირდება ოთხივე კვარტალში, მათ შორის, ყველაზე აქტიური იყო მესამე კვარტალი, რომელზეც, 2015 წელს მშენებლობის სექტორის მიერ შექმნილი დამატებული ღირებულების 31.6% მოდის.

2015 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სტატისტიკის მონაცემებზე დაყრდნობით, გაზრდილი გააქტიურების მიუხედავად მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვანად შემცირდა (- 7 842 კაცი), თუმცა, მათი საშუალოთვიური ანაზღაურება 42.7%-ით არის გაზრდილი და 1 352 ლარს შეადგენს”, აღნიშნულია Policy and Management Consulting Group-ის მიერ გავრცელებულ კვლევაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge