ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ბან გი მუნს შეხვდა
- პოლიტიკა
- 03.10.2015
- 11:21
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ბან გი მუნს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.აღინიშნა ქართველებს - აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოსა და გაეროს, როგორც უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა.
გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200