png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რეპო ტრანზაქციების თემაზე საერთაშორისო სემინარი გაიმართა

  • ეკონომიკა
  • 06.04.2016
  • 12:15
რეპო ტრანზაქციების თემაზე საერთაშორისო სემინარი გაიმართა
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ასოციაციის (ICMA) აქტიური მხარდაჭერით და FronClear-ის ფინანსური დახმარებით, რეპო ტრანზაქციებისა და გლობალური ჩარჩო რეპო ხელშეკრულების (GMRA) თემაზე, საერთაშორისო სემინარი გაიმართა, რომელსაც საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, საბროკერო კომპანიებისა და წამყვანი იურიდიული ფირმების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  
ორდღიან შეხვედრაზე, ქართული საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ საერთაშორისო რეპო ბაზრების სტრუქტურას და ბაზარზე არსებულ ბოლო ტენდენციებს. მიიღეს ზუსტი ინფორმაცია საერთაშორისო რეპო გარიგებების სამართლებრივ და ოპერაციულ ასპექტებზე. ასევე განიხილეს რეპო ტრანზაქციების ყველაზე გავრცელებული ტიპები და იმსჯელეს მათ ბიზნეს ბუნებაზე.
სამუშაო შეხვედრას რიდინგის უნივერსიტეტის, ICMA-ს ცენტრის უფროსი მკვლევარი რიჩარდ კომოტო უძღვებოდა.
"რეპო ტრანზაქცია ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი გარიგებაა ფინანსურ ბაზრებზე, რომლის განხორციელებისას სამართლებრივი და საოპერაციო ასპექტების დეტალური ცოდნაა აუცილებელი. სემინარის მიზანია მონაწილეებმა გაიღრმავონ ცოდნა ამ მიმართულებით და მოხდეს გლობალური ჩარჩო რეპო ხელშეკრულების საქართველოში დანერგვა. რეპო ტრანზაციების აქტიური გამოყენება შეამცირებს საერთაშორისო ბაზრებიდან ფულის მოზიდვის ხარჯებს და მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყანაში ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხით", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.
სემინარის დასრულების შემდეგ გაიმართება სამართლებრივი დასკვნის პრეზენტაცია, რომელიც ძირითადად საერთაშორისო პარტნიორებთან GMRA-ის გაფორმების სამართლებრივ სპეციფიკას შეეხება.  
აღნიშნული სამართლებრივი დასკვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომელიც მათ დახმარებას გაუწევთ გააფორმონ რეპო გარიგებები საერთაშორისო პარტნიორებთან. დასკვნა განთავსდება "საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ასოციაციის" (ICMA-ს) ვებგვერდზე და ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ იხელმძღვანელონ ამ სამართლებრივი დოკუმენტით. საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, დადებითი სამართლებრივი დასკვნის არსებობა მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორი იქნება უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისათვის, რათა მათ მომავალში დადონ რეპო გარიგებები ქართულ კომპანიებთან.
საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის ასოციაცია (ICMA) თვითრეგულირებადი ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო ობლიგაციების დილერების ასოციაციის სახელით 1969 წელს ციურიხში დაარსდა. 2005 წლიდან კი ასოციაციამ სახელი შეიცვალა და ჩამოყალიბდა როგორც საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის ასოციაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის მდგრად და გამართულ ფუნქციონირებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.




 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge