png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ცისკარიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გლდანში თავისუფალი ეკონომიკური ზონა, ოფშორი მოიწყო, სადაც ბიტკოინის მოპოვების სერვერების სისტემას აშენებს

  • ეკონომიკა
  • 06.04.2016
  • 12:53
ცისკარიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გლდანში თავისუფალი ეკონომიკური ზონა, ოფშორი მოიწყო, სადაც ბიტკოინის მოპოვების სერვერების სისტემას აშენებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გლდანში თავისუფალი ეკონომიკური ზონა, ოფშორი მოიწყო, სადაც ბიტკოინის მოპოვების სერვერების სისტემას აშენებს.

"ჯორჯია ტექნოლოჯი პარკს“ 18 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით 1 ლარად, გადაეცა. აღნიშნული კომპანიის უკან თანაინვესტირების ფონდი და ბიძინა ივანიშვილი დგანან.

“იქ ადამიანების დასაქმება არ ხდება. ამის საჭიროება არ არსებობს, მაქსიმალურად შეიქმნას რამდენიმე ერთეული სამუშაო ადგილი, თვითონ ივანიშვილმა კი მიიღო ძალიან სერიოზული შეღავათები, გადასახადებისგან აბსოლუტურად გათავისუფლება და რაც მისთვის ყველაზე მთავარი იყო, ნაკლებ გადასახადს გადაიხდის ელექტროენერგიისთვის. ხარჯების 90% ბლოკჩეინების სისტემის მუშაობისას მიდის სწორედ ელექტროენერგიაზე, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ელექტროენერგიის მიწოდება დღგ-ს გადასახადის გარეშე. შესაბამისად, ის გადაიხდის მაქსიმუმ 11,8 თეთრს ელექტროენერგიის გადასახადს, მაშინ როდესაც სხვა მსხვილი მომხმარებლებისთვის ეს გადასახადი 14 თეთრია, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, მათ შორის პენსიონრებისთვის კი - 17 თეთრი.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები დარღვეულია, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის ვადაში კომპანიას 11 110 000 ლარის ოდენობის ინვესტირება უნდა განეხორციელებინა“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge