png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

აჭარის სტენდი ბელარუსიის ტურისტულ გამოფენაზე ყურადღების ცენტრშია

  • პოლიტიკა
  • 06.04.2016
  • 14:54
აჭარის სტენდი ბელარუსიის  ტურისტულ გამოფენაზე ყურადღების ცენტრშია

აჭარის სტენდი ბელარუსიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „Leisure 2016“-ზე განსხვავებული პროგრამით წარდგა და გამოფენის სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ქართულ ტრადიციულ სტილში მოწყობილ საგამოფენო სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართული, ხალხური სიმღერები მოესმინათ და  ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ, ასევე მონაწილეობა მიეღოთ აჭარული ხაჭაპურის დამზადების კულინარიულ მასტერკლასში. გამოფენის მსვლელობისას განსაკუთრებულ ყურადღებას ხელვაჩაურის ფოლკლორული ანსამბლ „ათძალი“-ს მიერ შესრულებული ქართული ფოლკლორი იპყრობდა.

„მიმდინარე წელს აჭარის სტენდი მინსკის ტურისტულ გამოფენაზე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რაც ჩვენს მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი არამატერიალური კულტურის- ფოლკლორის, სამზარეულოსა და ღვინის დამსახურებაა. ჩვენი არამეტიარული კულტურა არის ის, რაც ყველაზე მეტად მოწონთ ჩვენს ვიზიტორებს და ვაპირებთ რეგიონის კულტურულ პოტენციალს პოპლარიზაცია ჩვენს სამიზნე ქვეყნებში მსგავსი გამოფენებითა და აჭარის დღეების გამართვით გავუწიოთ“,  განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს  დეპარტამენტი მინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 6-9 აპრილს წარადგენს. დეპარტამენტთან ერთად გამოფენაზე რეგიონს პოპულარიზაციას ტურისტული კომპანიები „აჭარა ტური“ და „ქეფითალ ჯორჯია თრეველი“ უწევენ.

ბელორუსია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის უმნიშვნელოვანეს ტურისტული ბაზარს წარმოადგენს, სადაც ტურისტების მოზიდვის მიზნით პიარ და  მარკეტინგული ღონისძიებები მეოთხე წელია ხორციელდება. 2016 წლის სეზონისთვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტემანტმა უკვე დაწყო პიარ-აქტივობები ბელარუსიაში, რაც როგორც გარე და ონლაინ რეკლამას, ასევე პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას, მინსკში „აჭარის დღეების“ ჩატარებასა და  აჭარის შესახებ სპეციალური გადაცემების მომზადებას ითვალისწინებს.   

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge