primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

პირველად საქართველოში კანის ახალგაზრდული ფესტივალის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება

  • საზოგადოება
  • 06.04.2016
  • 18:03
პირველად საქართველოში კანის ახალგაზრდული ფესტივალის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება

9 აპრილს თბილისი რეგიონში უპრეცედენტო ღონისძიებას უმასსპინძლებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში მსოფლიო სარეკლამო სფეროს უდიდესი საერთაშორისო ფესტივალის,  ,,Cannes Lions’’-ის შესარჩევი კონკურსი  გაიხსნება. მსგავსი ღონისძიება აქამდე რეგიონის არც ერთ ქვეყანაში არ გამართულა.

კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის “Cannes Lions”-ის ახალგაზრდულ კონკურსში წელს საქართველო ოთხ კატეგორიაში მიიღებს მონაწილეობას. ყველაზე საუკეთესო ოთხ გუნდს შეარჩევს  30 კაციანი ჟიური,  რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივი,  ასევე საერთაშორისო პროფესიონალებისგან. ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებული გუნდები 2016 წლის ივნისში კანში საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრებიან და შეეცდებიან, გამარჯვება მოუტანონ საკუთარ ქვეყანას.

საქართველოში   კანის ახალგაზრდული ფესტივალი წელს ოთხ კატეგორიაში ჩატარდება. ეს კატეგორიებია: ბეჭდური რეკლამა (9 აპრილს),  ახალგაზრდა მარკეტერები (10 აპრილს),  დიზაინი (16 აპრილს) და  ციფრული კამპანიის დაგეგმვა (17 აპრილს).

ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 2016 წლის 4 აპრილს დასრულდა. საბოლოო ჯამში, დარეგისტრირდა 232 მონაწილე, 33 სარეკლამო სააგენტო და 45 საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომპანია, რომლებიც მარკეტერების კატეგორიაში იღებენ მონაწილეობას.

კრეატიული ინდუსტრიის განვითარებისთვის საქართველოში საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს   და ამ პროცესს მაქსიმალურად უწყობს ხელს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.  მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არის მაქსიმალური თანადგომა იმისთვის, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა შეძლონ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ახალი სიტყვის თქმა მსოფლიოს კრეატიულ ბაზარზე. სწორედ ამიტომ კონკურსში გამარჯვებულები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით გაემგზავრებიან  კანში.

„კანის ლომების“ ფესტივალს 62 წლის ისტორია აქვს.   სარეკლამო ფესტივალი მიჩნეულია მსოფლიოში კრეატიულობის ყველაზე დიდ და პრესტიჟულ ჩემპიონატად. მასში მთელი მსოფლიოდან ერთვებიან სარეკლამო კომპანიები და მარკეტინგის სფეროში დასაქმებული ადამიანები. საქართველო ამ მარათონში ორი წლის წინ ჩაერთო - გასულ წელს ქვეყანას საცდელად მიეცა ერთი კატეგორია, წელს კი სრულად,  ოთხივე კატეგორიაში ჩართვის უფლება მიენიჭა.

წლევანდელი პროექტის გენერალური მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომლის ხელშეწყობით საქართველო 4 გუნდით (8 ადამიანით) წარსდგება კანის ახალგაზრდულ ფესტივალზე მიმდინარე წლის ივნისის თვეში. პროექტში ჩართულია ქვეყნის ყველა წამყვანი სარეკლამო სააგენტო და დიდი კომპანია.

ღონისძიების ორგანიზატორია „კანის ლომების“ ქართული წარმომადგენლობა, ფესტივალის ოფიციალური მასპინძელია ტექნოპარკი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge