მარტში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების 95.1% სამეწარმეო სუბიექტი, ხოლო 4.9% არასამეწარმეო სუბიექტია
- ეკონომიკა
- 07.04.2016
- 10:37
მარტში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 909 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 95.1% სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 4.9% -არასამეწარმეო სუბიექტი. იმავდროულად, ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი 1.122 დონეზე დაფიქსირდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, მარტში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 15.3%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 31.7%-ით გაიზარდა.
მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 8.7%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 41.8%-ით.
აღსანიშნავია, რომ მარტში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200