primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

7 აპრილს უნიქარდის დაბადების დღეა

  • საზოგადოება
  • 07.04.2016
  • 12:24
7 აპრილს უნიქარდის დაბადების დღეა

7 აპრილს უნიქარდის დაბადების დღეა. დაგროვების ბარათი ბაზარზე 2010 წელს გამოჩნდა და საქართველოს მასშტაბით ერთადერთი უნივერსალური ლოიალობის პროგრამაა, რომელსაც კომპანია „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენი“ უზრუნველყოფს. უნიქარდის უნივერსალურობას ქულების დაგროვების და დახარჯვის მრავალფეროვანი არჩევანი განაპირობებს. 

უნიქარდის პირველი ბარათების გაცემა თბილისში 2010 წლის 7 აპრილს დაიწყო. 2011 წლიდან კომპანიამ რეგიონებიც მოიცვა. 2010 წლიდან დღემდე, უნიქარდმა ქსელში 250-მდე კომპანია და 1 600 000 მომხმარებელი გააერთიანა, რომელიც ყოველდღიურად 50 000-მდე გატარებას ახორციელებს; უნიქარდის მომხმარებლებმა ჯამურად 200 მილიონზე მეტი ქულა დააგროვეს და 2 500 000 საჩუქარი მიიღეს; უნიტურში 1 400 ადამიანმა იმოგზაურა. 

2015 წელს კომპანია „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენმა“ მობილური აპლიკაცია გამოუშვა. აპლიკაციის ვირტუალური ბარათით ზოგიერთ პარტნიორ კომპანიაში შესაძლებელია ქულების დაგროვება და დახარჯვა. 

2016 წლის დასაწყისში კომპანიამ გამოუშვა ახალი პროდუქტი - უნიდეპოზიტი. ქულების დეპოზიტზე დადებით და დარიცხული პროცენტის საშუალებით დაგროვება მეტად სარგებლიანი გახდა. ონლაინ სივრცეში დანახარჯის გარეშე ქულების დაგროვების კიდევ ერთი ახალი საშუალებაა www.unimania.ge. უნიქარდის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია ესტუმროს ვებგვერდს, უყუროს განთავსებულ ვიდეო რგოლებს, დაათვალიეროს ბანერები, გადავიდეს მითითებულ ბმულზე და მონაწილება მიიღოს გამოკითხვაში.

 

„უნიქარდის სლოგანია - დააგროვე პოზიტივი! ამიტომ ვცდილობთ, ბარათის მფლობელებისთვის ქულების დაგროვების პროცესი არამხოლოდ სარგებლიანი, არამედ სასიამოვნო, პოზიტიური და აზარტული იყოს.  ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად აქვთ საშუალება ინფორმაცია მიიღონ და ისარგებლონ უნიქარდის და პარტნიორ კომპანიებში მიმდინარე აქციებით, ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის გასართობ გათამაშებებსა და თამაშებში.“ აცხადებს უნიქარდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანა კოშაძე.

შეგახსენებთ, რომ უნიქარდი უნივერსალური დაგროვების ბარათია, რომელზეც ქულების დაგროვება პარტნიორ კომპანიებში მისი გატარებით ხდება. ბარათზე დაგროვებული ქულების დახარჯვა შესალებელია მომხმარებლის სურვილისამებრ. საჩუქრის შერჩევა და მიღება, როგორც სახლიდან გაუსვლელად ─ ონლაინ კატალოგიდან, ასევე უნიქარდის მომსახურების ცენტრში ხდება. უნიქარდი ლოიალური მომხმარებლებისთვის პოზიტიურ გამოცდილებას ქმნის და ქულების დაგროვებისა და გახარჯვის საუკეთესო შესაძლებლობას სთავაზობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge