ბრიუსელის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილე ევროპარლამენტში დამლაგებლად მუშაობდა
- მსოფლიო
- 07.04.2016
- 12:29
ბრიუსელში 22 მარტს განხორციელებულ ტერაქტში მონაწილე ერთ-ერთი თავდამსხმელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ევროპარლამენტში დამლაგებლად მუშაობდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წარმომადგენელმა ჯაუმე დაჩ გუილომ განაცხადა, თუმცა მას ტერორისტის ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
გუილოს ინფორმაციით, აღნიშნული პირი 2009-2010 წლებში იმ კომპანიაში მუშაობდა, რომელიც ევროპარლამენტში სამუშაოებს ასრულებდა.
სააგენტო „როიტერი“ ევროსტრუქტურის ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი, შესაძლოა, ნაჯიმ ლააშრუი იყოს, რომელმაც ბრიუსელის აეროპორტში აიფეთქა თავი. თუმცა, მას ევროპარლამენტში მუშაობის დროს კრიმინალური წარსული არ ჰქონია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200