primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად მესამედ დასახელდა

  • ეკონომიკა
  • 08.04.2016
  • 10:06
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად მესამედ დასახელდა

გერმანიაში, ქალაქ კიოლნში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2016“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად უკვე მესამედ დასახელდა.

მგზავრთა გამოკითხვის შედეგად - ბუდაპეშტის ფერენც ლისტის, კიევის ბორისპოლის, ტალინის, რიგის, ბრატისლავის, ბელგრადის, თბილისის, სოფიას, ტირანას და სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტები -  2016 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო  აეროპორტად დასახელდნენ.

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2015 წელს  1.8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა - სწორედ მათი გამოკითხვის შედეგად დასახელდა თბილისის აეროპორტი 2016  წელს აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ TAV Georgia - ს ოპერირებაში მყოფმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა,  მგზავრების ნდობასთან ერთად  აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტის ტიტული ზედიზედ მესამედ დაიმსახურა .- განაცხადა TAV Georgia - ს გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.

Skytrax  გავლენიანი  ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მრავალი წელია მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards“-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს 39 პუნქტის მეშვეობით აფასებენ. დაწყებული სარეგსიტრაციო პროცედურებით, მოფრენით, ტრანსფერით, სავაჭრო ობიექტებით, უსაფრთხოებით, იმიგრაციით და დასრულებული გაფრენით.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2010 წელს დუბაიში ჯილდო მიიღო კატეგორიაში „საუკეთესო განვითარებადი აეროპორტი“ ყოფილ დსთ-ის ქვეყნებს შორის, ხოლო 2011 წელს კი ასევე დუბაიში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გახდა „საუკეთესო აეროპორტი ყოფილ დსთ-ს ქვეყნებში“.  2011  წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი “Golden Brand 2011” - ის  ნომინაციაში „საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სერვისი“ გამარჯვებულად დასახელდა. 2013 წელს კი  თბილისის საერთაშორისო აეროპორტი „The Routes Airport Marketing Awards”-ზე დასახელდა „როგორც საუკეთესო აეროპორტი მარკეტინგის სფეროში“, 2014 წელს ბარსელონაში, ხოლო 2015 წელს პარიზში გამართულ „Skytrax World Airport Awards“ დაჯილდოვებებზე აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი  ორჯერ გახდა.

აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტები

  1. ბუდაპეშტი
  2. ტალინი
  3. კიევის ბორისპოლი
  4. რიგა
  5. ბელგრადი
  6. სოფია
  7. ბრატისლავა
  8. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
  9. სკოპიე
  10. ტირანა
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge