დევიდ კემერონმა აღიარა, რომ ოფშორულ კომპანიაში წილს ფლობდა
- მსოფლიო
- 08.04.2016
- 10:51
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა აღიარა, რომ ცოლთან ერთად ოფშორულ კომპანიაში წილს ფლობდა.
პრემირის თქმით, პანამაში მამამისის მიერ დარეგისტრირებული კომპანიის Blairmore Holdings-ის წილი მან და მისმა მეუღლემ 2010 წელს გაყიდეს და მისგან დაახლოებით 42 ათასი დოლარის მოგება მიიღეს.
ბრიტანულ ტელეკომპანია ITV-თან ინტერვიუში კემერონმა განაცხადა, რომ დასამალი არაფერი აქვს და მას ყველა გადასახადი გადახდილი აქვს.
ბი ბი სის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა შესაძლოა, მომავალ კვირას თავისი საგადასახადო დეკლარაციები გამოაქვეყნოს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200