საქართველოსა და ჩინეთის წინაშე არსებულ გამოწვევებზე დისკუსია გაიმართება
- ეკონომიკა
- 08.04.2016
- 15:45
11 აპრილს, 16:00-18:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდი (GFSIS) და ჩინეთის ხალხთა ასოციაცია მშვიდობისა და განიარაღებისთვის (CPAPD) გამართავენ დისკუსიას თემაზე - „საქართველოსა და ჩინეთის წინაშე მდგარი შესაძლებლობები და გამოწვევები აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის ჩამოყალიბების პროცესში“.
ჩინეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს CPAPD-ის ვიცე პრეზიდენტი და ჩინეთის ელჩი საქართველოში. ასევე მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ექსპერტები და აკადემიური წრის წარმომადგენლები. ჟურნალისტებს კომენტარის ჩამორთმევა შეეძლებათ ღონისძიების დასრულების შემდგომ.
მისამართი: შიო ჩიტაძის ქ. 3ა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობიბის კვლევის ფონდი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200