გიგლა აგულაშვილი 9 აპრილის მემორიალთან 1989 წლის აპრილში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებს
- საზოგადოება
- 08.04.2016
- 16:14
დღეს, 21:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან 1989 წლის აპრილში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებს და მემორიალს ყვავილებით შეამკობს.
შეგახსენებთ, რომ 9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა. საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200