png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გოკა გაბაშვილი: ლელუაშვილი 2012 წლიდან ,,ქართულ ოცნებასთან“ მჭიდროდ თანამშრომლობს

  • პოლიტიკა
  • 08.04.2016
  • 16:21
 გოკა გაბაშვილი: ლელუაშვილი 2012 წლიდან ,,ქართულ ოცნებასთან“ მჭიდროდ თანამშრომლობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოკა გაბაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-შენახვის ფაქტზე დაკავებულ ვაჟა ლელუაშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის არსებულ გარიგებაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, ლელუაშვილი 2012 წლიდან, დაპატიმრების შიშით, ,,ქართულ ოცნებასთან“ მჭიდროდ თანამშრომლობს.

„კიდევ ერთი ბრიფნგი ვიხილეთ პროკურატურის და როგორც მოსალოდნელი იყო, მიმდინარე ვიდეოშანტაჟზე და კადრების გავრცელებაზე არაფერი არ ითქვა. არადა უკვე ზედაპირზე დევს ვიდეოშანტაჟისტების პოლიტიკური მოტივაციაც და მოტივებიც. მმართველი პარტიის წარმომაგენლები ყოველდღიურად იმეორებენ ბრიფინგებზე იგივე გზავნილებს, რაც არის ამ ვიდეოშანტაჟში და ზედაპირზე დევს ფაქტიურად ის მოტივაცია, რაც აქვს ამ ყველაფერს, რაც ხდება. ისევე როგორც ზედაპირზე იყო თავის დროზე ხვედელიძე-ღარიბაშვილის დროინდელი გავრცელებული კადრების ამბავი, ისევე როგორც არაფერს არ ამბობენ გვარამიას დაშანტაჟებაზე, პაპუაშვილის დაშანტაჟებაზე, ია ბარამიძის დაშანტაჟებაზე, ეკა მიშველაძის დაშანტაჟებაზე, რა თქმა უნდა, ეს არცერთი ფაქტი არც გამოძიებული არ არის და არც დღეს პროკურატურას მიმდინარე ვიდეოშანტაჟზე არაფერი არ უთქვამს. ვაჟა ლელუაშვილი 2012 წლიდან, დაპატიმრების შიშით, თანამშრომლობს ძალიან მჭიდროდ „ქართულ ოცნებასთან“. ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ფაქტიური მმართველი და არაფორმალური ხელმძღვანელი იყო ახლა, გარდაბანში არჩევნებზე და 2013 წელს ის პირადად იყო ძალიან აქტიურად ჩართული ოპოზიციური დეპუტატების გადაბირების საქმეში „ქართული ოცნების“ მხარეს. ასე რომ, დღევანდელ განცხადებაზე უნდა ითქვას, რომ არაფერი ახალი გამოძიებას არ უთქვამს იმასთან დაკავშირებით, ვინ არის დღეს დაკავებული ამ ვიდეოების გავრცელებით. ახლა გარდაბნის არჩევნებზე ბატონ ლელუაშვილზე იყო მთლიანად „ქართული ოცნების“ შტაბი, ხელმძღვანელობდა შტაბს, მას ეხმარებოდა დეპუტატი ფეიქრიშვილი, მის მიერ თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადაბირებული. ის იყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ფაქტიური ხელმძღვანელი“,-განაცხდა გაბაშვილმა.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილნი არიან ის პირები, რომელთა მიერ განხორციელდა მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ამ დანაშაულში მონაწილე 5 პირი, ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მიემალა გამოძიებას, ხოლო ერთ პირს კი დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge