png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი: ციფრული ეკონომიკის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის

  • პოლიტიკა
  • 09.04.2016
  • 11:30
დიმიტრი ქუმსიშვილი: ციფრული ეკონომიკის  განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის

„ციფრული ტექნოლოგიებისა და ციფრული ბაზრის განვითარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სერვისები, რომელსაც ხელს შევუწყობთ, აუცილებლად გამოიწვევს სხვადასხვა საოპერაციო ხარჯებისა და დროის შემცირებას ჩვენი მოსახლეობისთვის“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოპარკში, ინოვაციებისა და ციფრული ეკონომიკის თემაზე გამართულ ბიზნეს-ფორუმზე განაცხადა.

ღონისძიებას მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი უვე დეიჰმანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ფორუმი „ბიზნეს ჯორჯიასა“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

„ციფრული ეკონომიკის  განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში.    პირველი დივიდენდები ციფრული რეფორმიდან მივიღეთ მაშინ, როდესაც ანალოგიური მაუწყებლობა გადავიყვანეთ ციფრულ მაუწყებლობაზე.  ამ დროს  ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პრაქტიკულად, სიხშირეების ნაწილში  დავნერგეთ ნეიტრალიტეტის პრინციპი  და დღეს იმ კომპანიებს, რომლებსაც ფართოზოლოვანი მობილური ინტერნეტის ლიცენზიები გააჩნიათ, ასევე გააჩნიათ ვალდებულება, ფართოზოლოვანი მობილური ინტერნეტით სრულად დაფარონ საქართველო  შემდეგი ერთი წლის განმავლობაში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში ციფრული ტექნოლოგიების სწრაფად განვითარების მიუხედავად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ინტერნეტთან კავშირის გარეშეა დარჩენილი, რაც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. დღეს წარმოუდგენელია ეკონომიკის, განათლების, ჯანდაცვის სფეროებისა და ღია მმართველობის განვითარება ციფრული დივიდენდების გარეშე. ეს არის ღირებული რესურსი, რომელსაც შეუძლია ტრანსფორმაციის მოხდენა, გარდატეხის შეტანა და მომავალზე ზემოქმედება.

საქართველოს მთავრობისთვის  ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს. მთავრობის მიზანია ქვეყანაში ინტერნეტი ყველასთვის  ხელმისაწვდომი გახდეს - განსაკუთრებით სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს მოსახლეობის უნარების ახალ ეკონომიკურ მოთხოვნებთან ადაპტაციას.

„განვითარების კვალდაკვალ,  შემდგომი რეფორმა არის უკვე ქვეყნის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით დაფარვა და იმ ძირითადი ღერძისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც  მოგვცემს შესაძლებლობას უკვე შემდგომი სერვისები მივაწოდოთ მოსახლეობას. ამ სერვისებში იგულისხმება როგორც დისტანციური განათლება, ასევე დისტანციური მკურნალობა და ა.შ. რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მეწარმეობის განვითარება, ელექტრონული კომერციის განვითარება იმისთვის, რომ რეგიონებში მცხოვრებმა ჩვენმა მოსახლეობამ მოახდინოს უკეთესი კომუნიკაცია,  თავისი მომსახურების სერვისების თუ პროდუქციის გაყიდვა უკვე მთლიან ბაზარზე და ასევე იმ მნიშვნელოვანი სერვისებისა და პროდუქციის ყიდვა, რომელიც ესაჭიროებათ“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

საქართველოს მოსახლეობის ფართოზოლოვანი მომსახურებებით და ინტერნეტთან წვდომის უზრუნველსაყოფად კერძო ინვესტორების, სახელმწიფოსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით აიგება ელექტრონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და ქსელი  იმ დასახლებულ პუნქტებამდე, სადაც ასეთი აქამდე არ არსებობდა. როგორც ფორუმზე ითქვა, თანამედროვე ცოდნაზე დამყარებულ სამყაროში,  მაღალსიჩქარიან ინტერნეტის საშუალებით საინფორმაციო სერვისებთან წვდომა ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge