png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„Check in Georgia“-ს პროექტში ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ ჩაერთვება

  • პოლიტიკა
  • 09.04.2016
  • 11:41
„Check in Georgia“-ს პროექტში ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ ჩაერთვება

საქართველოში დაგეგმილი მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებისა და ფესტივალების პრომოუშენში ჩართვის სურვილი კერძო სექტორიდან უკვე გამოხატა ავიაკომპანია „ატლასგლობალმა.“ ამასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, თამარ თანდაშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

„ჩვენ როცა დავაანონსეთ Check in Georgia,  ავღნიშნეთ, რომ პროექტში გვეყოლებოდა კერძო სექტორიდან პარტნიორები. ერთ-ერთმა პირველმა, ავიაკომპანია „ატლასგლობალმა“ გამოხატა მზაობა, რომ ყველა თავიანთ მიმართულებაზე განათავსებენ სარეკლამო-საპრომოციო მასალებს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე კონცერტებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით. ეს კომპანია დაფრინავს არაერთი მიმართულებით, მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო ისეთი ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, შვედეთი, შვეიცარია, ირანი, დუბაი, უკრაინა და ა.შ. შესაბამისად, კომპანიის მხარდაჭერა პროექტის მიმდინარეობისას საკმაოდ მნიშვნელოვანია. „ატლასგლობალმა“ უკვე დაიწყო ტურპაკეტების ფორმირება და სამიზნე ჯგუფებისთვის შეთავაზება იმისთვის, რომ სპეციალურად  „Check in Georgia“-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის დამატებით შემოიყვანოს ტურისტები“ - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ატლასგლობალის“ კომერციული დირექტორის, თამარ თანდაშვილის განცხადებით,  კომპანიამ ევროპის ქვეყნებიდან უკვე მიიღო სამ, ხუთ და შვიდდღიანი ტურების განხორციელებაზე შეკვეთები. „ჩვენ სამიზნე ჯგუფებს მივაწოდეთ სასტუმროების ნუსხა და გავაცანით საქართველოს თვალსაჩინო ადგილების დათვალიერების შესაძლებლობები.   მჭიდრო კავშირი გვაქვს მსოფლიოს ცნობილ ტუროპერატორებთან, მათ მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ისინი შექმნიან ტურისტულ პაკეტებს და გაუწევენ პოპულარიზაციას შეთავაზებულ პროდუქტს. ჩვენი ავიაკომპანია მოხარულია, რომ  მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვან პროექტს“ - აღნიშნა თამარ თანდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილიდან საქართველოში კონცერტებს გამართავენ მსოფლიო ვარსკვლავები - ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, „Maroon 5“- და ხოსე კარერასი. „Check in Georgia“-ს ფარგლებში საქართველოს 19 ქალაქში ასევე ჩატარდება კონცერტები და და ფესტივალები ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. გარდა ამისა, დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისა და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვები, ღვინისა და ყველის ფესტივალები, ასევე ველო-ტურები და ლაშქრობები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge