png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მახათას მთაზე 2000 ფოთლოვანი ხე-მცენარე დაირგო

  • საზოგადოება
  • 10.04.2016
  • 13:53
მახათას მთაზე 2000 ფოთლოვანი ხე-მცენარე დაირგო

მახათას მთაზე, ქალაქის შემოგარენის გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, 2000 ფოთლოვანიხე-მცენარედაირგო. გამწვანების აქციაში  თბილისის მერი დავით ნარმანია მერიისა და გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო. აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის  სტუდენტებმა,  ასევე, რადიო „ფორტუნას“ თანამშრომლებმა.

„დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამწვანების აქცია გვაქვს, ვინაიდან, სტუდენტები, ჩვენი მომავალი თაობაა ჩართული ამ ყველაფერში, რათა საკუთარი, უფრო კარგი მომავალი და უფრო კარგი გარემო შექმნან. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ეს ყველაფერი. დღეს ირგვება იფანი, ალვისა და თუთის ხეები, კომპაქტურად ამ ადგილას, რომელიც მომავალი განვითარების და განაშენიანების თვალსაზრისით, საკმაოდ, საინტერესო ტერიტორიაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დარგული ხეების შემდგომ მოვლა პატრონობაზე იზრუნებს მერიის გამწვანების სამსახური. გარდა გამწვანების ღონისძიებისა, აქ, ამ ტერიტორიაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა კეთდება, ეს არის სამება-მახათას დამაკავშირებელი გზა და შესაბამისად, ეს ტერიტორია ვითარდება ბევრი თვალსაზრისით,“- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

მახათას მთაზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის გასამწვანებლად იფანი, ალვის ხე და  დეკორატიული თუთის ჯიშის ხე-მცენარეები   სპეციალისტების რეკომენდაციებით შეირჩა. აღნიშნულ ტერიტორიაზე,  ტყე-პარკის გაშენების მიზნით,   30 000 ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობების ხე-მცენარე გამწვანების საგაზაფხულო სეზონის დასრულებამდე დაირგვება.

აღსანიშნავია, რომ რგვები, დედაქალაქის მასშტაბით, სამი ძირითადი მიმართულებით, ქალაქის შემოგარენში ტყე-პარკების აღდგენა-გაშენების,   ცენტრალური ქუჩების და პარკ-სკვერების გამწვანებისა და, ასევე,  სხვადასხვა რაიონში ქარსაფარი ზოლების მოწყობის მიზნით ტარდება.

საგაზაფხულოგამწვანების ღონისძიებები  მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და აღნიშნულ პერიოდში ჯამში 80 700 წიწვოვანიდაფოთლოვანიჯიშისხედაირგვება.

მცენარეების დარგვის შემდეგ, მათ მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ. 2016 წელს, თბილისის მასშტაბით, დაგეგმილია სულ 180 000 ნერგის დარგვა. 100 000 ხე-მცენარე, შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge