დუბაიში კიდევ ერთ მაღალ შენობას ააშენებენ
- ეკონომიკა
- 11.04.2016
- 16:45
სამშენებლო კომპანია Emaar Properties-მა დუბაიში დაგეგმილი შენობის პროექტი წარმოადგინა, რომელიც სიმაღლეში "Burj Khalifa"-ს უნდა აჯობოს.
"Burj Khalifa", რომელიც 2010 წელს აშენდა სოფლიოში დღეისათვის ყველაზე მაღალ შენობად მიიჩნევა.
თუმცა სავარაუდოდ ის ამ სტატუსს რამდენიმე წელში დაემშვიდობება, რადგანაც საუდის არაბეთის ფირმა ქალაქ ჯიდაში "Burj Khalifa"-ზე მაღალი შენობის მშენებლობას აპირებს.
Kingdom Tower-ი ან Mile-High Tower-ი, რომლის პირვანდელი სახელი Jeddah Tower-ია სიმაღლეში 1 კმ-ს გადააჭარბებს და ახალ რეკორდსაც დაამყარებს.
სამშენებლო კომპანია Emaar Properties-ში ამ დროისათვის შენობის სიმაღლეს არ აკონკრეტებენ.
პროექტის ბიუჯეტი წინასწარი გათვლებით 1 მლრდ დოლარია და მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200