png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მინსკში აჭარის სტენდმა ინდივიდუალური სტილისა და პრეზენტაციის მაღალი ხარისხისთვის სპეციალური ჯილდო მიიღო

  • ეკონომიკა
  • 11.04.2016
  • 15:31
მინსკში აჭარის სტენდმა ინდივიდუალური სტილისა და პრეზენტაციის მაღალი ხარისხისთვის სპეციალური ჯილდო მიიღო

აჭარის სტენდმა ბელარუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Leisure 2016“ ინდივიდუალური სტილისა და პრეზენტაციის მაღალი ხარისხისთვის სპეციალური ჯილდო მიიღო.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, გამოფენაზე რეგიონის სტენდი განსაკუთრებული ხალმრავლობით გამოირჩეოდა. აჭარის სტენდი გამოფენაზე მოინახულა საქართველოს ელჩმა ბელარუსში დავით კოტარიამაც, რომელმაც აჭარის სტენდს განსაკუთრებულად საინტერესო და ტურისტებისთვის მიმზიდველი უწოდა.

წელს, პირველად ქართულ ტრადიციულ სტილში მოწყობილ აჭარის საგამოფენო სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართული, ხალხური სიმღერები მოესმინათ და  ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ, ასევე მონაწილეობა მიეღოთ აჭარული ხაჭაპურის დამზადების კულინარიულ მასტერკლასში. გამოფენის მსვლელობისას განსაკუთრებულ ყურადღებას ხელვაჩაურის ფოლკლორული ანსამბლ „ათძალი“-ს მიერ შესრულებული ქართული, ხალხური სიმღერები იპყრობდა.

„სასიხარულოა, რომ გამოფენის განმავლობაში არ წყდებოდა ვიზიტორთა ნაკადი ჩვენს სტენდთან. ისინი მოხიბლულები იყვნენ ჩვენი ფოლკლორითა და სამზარეულოთი. სპეციალური ჯილდოც, რომელიც გამოფენის ორგანიზატორებისგან მივიღეთ მეტყველებს იმაზე, რომ გამოფენაზე რეგიონი ღირსეულად წარვადგინეთ ჩვენი არამატერიაური კულტურითა და ტურისტული პოტენციალით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამოფენის ვიზიტორთა უმრავლესობა მიმდინარე წელს არჩეევანს აჭარაზე შეაჩერებს, რათა უკვე ჩვენს სამშობლოში მიიღონ ის დადებითი ემოციები, რაც გამოფენაზე ვაჩუქეთ მათ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტარტამენტის ვიზიტი მინკში რეგიონის ტურისტული პოტენციალის მიზნით წარმატებით დასრულდა. დეპარტამენტის წარმომადგენლები ბელარუსში 5-9 აპრილის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დეპარტამენტთან ერთად გამოფენაზე რეგიონს პოპულარიზაციას ტურისტული კომპანიები „აჭარა ტური“ და „ქეფითალ ჯორჯია თრეველი“  და „მიმინო თრეველი“ უწევდნენ.

ბელორუსი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის უმნიშვნელოვანეს ტურისტული ბაზარს წარმოადგენს, სადაც ტურისტების მოზიდვის მიზნით პიარ და  მარკეტინგული ღონისძიებები მეოთხე წელია ხორციელდება. 2016 წლის სეზონისთვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტემანტმა უკვე დაწყო პიარ-აქტივობები ბელარუსიაში, რაც როგორც გარე და ონლაინ რეკლამას, ასევე პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას და აჭარის შესახებ სპეციალური გადაცემების მომზადებას ითვალისწინებს.  

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge