ლონდონი მსოფლიოს ფინანსური ცენტრია
- ეკონომიკა
- 12.04.2016
- 10:59
ლონდონი მსოფლიოს ფინანსური ცენტრია. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა GFCI-ის რეიტინგით აღნიშნული ნომინაცია ოფიციალურად მიიღო, რადგანაც მსოფლიო ფინანსური ქალაქების რეიტინგის სათავეში მოექცა.
რეიტინგში ლონდონის შემდეგ მოდიან ნიუ-იორკი, სინგაპური და ჰონკონგი.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოწინავე 29 ფინანსური ქალაქიდან 12 ქალაქმა რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა, ხოლო 17 ფინანსურმა ქალაქმა კი გაიუარესა.
რეიტინგის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე პერიოდისათვის წამყვანმა ფინანსურმა ქალაქებმა: სეულმა და სიდნეიმ პოზიციები დათმეს.
პოზიცია დათმო ასევე ტოკიომ და პეკინმაც.
ახლო აღმოსავლეთში ფინანსური ცენტრის უპირველესი მფლობელი დუბაია, ხოლო შემდეგ მოდიან თელ-ავივი და აბუ-დაბი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200