primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ულტიმატუმს უყენებს

  • მსოფლიო
  • 12.04.2016
  • 10:30
მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ულტიმატუმს უყენებს

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ულტიმატუმს უყენებს. ,,უკრაინსკაია პრავდას” ინფორმაციით, სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი პირობების შეუსრულებლობა ე.წ. რეფორმატორთა გუნდის თანამდებობებიდან წასვლას გამოიწვევს. 

„რეფორმებთან დაკავშირებით მაიდანზე გაცემული არც ერთი პირობა არ შესრულებულა. ჩვენ ყველას მოგვატყუეს", - აღნიშნა სააკაშვილმა. მისი თქმით, პრემიერმინისტრ არსენი იაცენიუკის გათავისუფლება უკრაინაში კორუფციის პრობლემებს ვერ გადაწყვეტს.

"პრობლემა მხოლოდ იაცენიუკში არ არის, პრობლემა პოლიტიკურ კლასში და პრეზიდენტის მიდგომაშია, ქვეყნის შიდა პროცესებისა და რეფორმების მიმართ", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება ხელს უშლის რეფორმების პროცესს ოდესის ოლქშიც.

ოდესის გუბერნატორი მოუწოდებს პეტრო პოროშენკოს, ღია განხილვის შემდეგ ჩამოაყალიბოს მთავრობა, რომელსაც ექნება ხალხის ნდობა. ასევე, დაუყოვნებლივ, მომდევნო რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, გაათავისუფლოს ოდესის მხარის პროკურორი ნიკოლაი სტოიანოვი და დანიშნოს ის, ვინც ხალხის ნდობით ისარგებლებს. ასევე, პროკურატურა "გაიწმინდოს" იმ ხალხისგან, ვინც დავით საყვარელიძეზე "ნადირობდნენ". გარდა ამისა, ოდესის გუბერნატორი ითხოვს, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ოდესის მერის ტრუხანოვის წინააღმდეგ, რადგან "მან მოატყუა საარჩევნო კომისია, დამალა თავისი რუსული პასპორტი. ასევე, დამალული მილიონები მას აშკარად არასამართლებრივი გზით აქვს ნაშოვნი". სააკაშვილი მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტს, გაათავისუფლოს ადგილობრივი СБУ-შნიკები, რომლებიც "იმის ნაცვლად, რომ სეპარატისტებსა და კორუფციონერებს ებრძოდნენ, რეფორმატორებს ავიწროებენ". ასევე, შეცვალოს ადგილობრივი საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები, "რომლებიც აშკარა კორუფციით არიან დაკავებულები".

„მოვუწოდებ დეპუტატებს, არ დაუჭირონ მხარი მთავრობას. ვუერთდები კიევის მერის ინიციატივას - შეიქმნას სახალხო ნდობის მთავრობა და ის იმ ადამიანებით დაკომპლექტდეს, ვისაც ხალხი ენდობა“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge