აღსრულების ეროვნული ბიურო 2016 წლის 3 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს
- ეკონომიკა
- 12.04.2016
- 11:26
აღსრულების ეროვნული ბიურო 2016 წლის I კვარტლის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვიტაც ირკვევა, რომ იანვრიდან მარტის ჩათვლით მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 1 921 ერთეული შემთხვევა შეადგინა;
საანგარიშო პერიოდში 65 შემთხვევაში არ განხორციელდა იძულებითი გამოსახლება, შესაბამისად, შესაბამისად საქმე დასრულდა მორიგებით;
„ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 93 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია;
2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 1 362 მოქალაქეს;
საანგარიშო პერიოდში ბიუროს წარმოებაში არსებული ალიმენტის საქმეებიდან დარეგულირდა 4 157 საქმე”, აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.