png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნანუაშვილი: არასრულწლოვანთა არამართლზომიერი გადაყვანა სახელმწიფო საზღვარზე პრობლემურ საკითხს წარმოადგენს

  • საზოგადოება
  • 12.04.2016
  • 18:10
ნანუაშვილი: არასრულწლოვანთა არამართლზომიერი გადაყვანა სახელმწიფო საზღვარზე პრობლემურ საკითხს წარმოადგენს

არასრულწლოვანთა არამართლზომიერი გადაყვანა სახელმწიფო საზღვარზე ერთ-ერთ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში. ამ მიმართულებით, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, სახალხო დამცველისადმი მომართვების რაოდენობა გაიზარდა. საკითხის შესწავლისას დადგინდა, რომ არასრულწლოვანთა სავარაუდო გადაყვანას საზღვარზე ერთ-ერთი მშობელი უწევს ორგანიზებას, ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის შეტყობინებისა და თანხმობის გარეშე.

მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი არასრულწლოვანის უკანონო გადაყვანის ან გადაყვანის მცდელობის 2013, 2014 და 2015 წლების სტატისტიკურ მონაცემებს არ ფლობს.

საქართველოს კანონის „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ მე-8 მუხლის თანახმად, ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით, ხოლო პასპორტის ან ვიზის აღებისას ორივე კანონიერი წარმომადგენელის ნებართვაა საჭირო. თუმცა, სიტუაცია გაცილებით რთულდება მაშინ, როცა არასრულწლოვანი მიჰყავთ ისეთ სახელმწიფოში, რომლის ტერიტორიაზე შესვლას ვიზა არ ესაჭიროება. ასევე, ხშირ შემთხვევებში, სხვა ქვეყნებში გასვლა სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტაციით ხდება, რაც ბავშვის პოვნისა და ქვეყანაში დაბრუნების პროცესს ართულებს.

1980 წლის ჰააგის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოსთვის ძალაში შევიდა 1997 წლის 1 ოქტომბერს. საქართველომ აიღო ვალდებულება, ითანამშრომლოს ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ უწყებებთან ისეთ საკითხებში, როგორიცაა ბავშვის გატაცებასთან დაკავშირებული გარემოებების აღმოჩენა და შესწავლა, დავის მშვიდობიანი გადაწყვეტა, ბავშვების სწრაფი დაბრუნების უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული და სასამართლო პროცედურების განხორციელება და რელევანტური ინფორმაციის გაცვლა. კონვენციით, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მოახდინონ დოკუმენტების დებულებების ეფექტიანი იმპლემენტაცია ეროვნულ კანონმდებლობაში, რაც საქართველოს ნორმატიულ ბაზაში არ განხორციელებულა.

2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, ბავშვთა სახელმწიფო საზღვარზე უკანონო გადაყვანის პრევენციის მიზნით, გაძლიერდეს მუშაობა სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების დადების მიმართულებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვის გატაცებასთან დაკავშირებული გარემოებების აღმოჩენა და შესწავლა, ბავშვების სწრაფი დაბრუნება, ადმინისტრაციული და სასამართლო პროცედურების განხორციელება და რელევანტური ინფორმაციის გაცვლა. გარდა ამისა, საქართველოს ნორმატიულ ბაზაში სრულად აისახოს ჰააგის 1980 წლის კონვენციით – „ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ – გათვალისწინებული პრინციპები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge