იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7 %-ით შემცირდა
- ეკონომიკა
- 13.04.2016
- 11:02
2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2136 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 7 პროცენტით ნაკლებია.
აქედან, ექსპორტი 443 მლნ. აშშ დოლარი იყო (13 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1693 მლნ. აშშ დოლარი (6 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-მარტში 1250 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 აპრილს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200