png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს ეწვევა

  • პოლიტიკა
  • 14.04.2016
  • 11:00
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს ეწვევა

13 აპრილს ქ. სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიონ იაგლანდს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილება გამოხატა მიმდინარე წლის მაისში გენერალური მდივნის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტისა და საქართველოსთვის ევროპის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის წარდგენისთვის (2016-2019წწ), რომლის პრეზენტაციაც ტორბიორნ იაგლანდის თბილისში სტუმრობის დროს, 2016 წლის 9 მაისს გაიმართება.

გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას.

მინისტრმა გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების შესახებ, მათ შორის: ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებებზე, რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის გამართვის შესახებ. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მსგავსი განზრახვები, ისევე როგორც, სეპარატისტულ რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. "ხელშეკრულებები" და მათი იმპლემენტაციის პროცესი, წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ქმედებას.

საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებას.

მინისტრმა მადლობა  გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოში კონფლიქტების თემაზე გენერალური მდივნის ყოველწლიური კონსოლიდირებული მოხსენების პრაქტიკის გამო და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დღის წესრიგში საქართველოს საკითხის  შენარჩუნების აუცილებლობას. 

მინისტრმა გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე. მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში გაწეულ ძალისხმევას.

გენერალურმა მდივანმა, ტორბიონ იაგლანდმა მადლიერება გამოხატა ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში ქართულ მხარესთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქართველოში ვიზიტი, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად შედგება, წარმატებული იქნება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge