png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ირაკლი კობახიძე: შიდა კვლევებით, მეორე ადგილზე გასულ პარტიას „ქართული ოცნება“ რეიტინგით რამდეჯერმე უსწრებს

  • პოლიტიკა
  • 14.04.2016
  • 13:25
 ირაკლი კობახიძე: შიდა კვლევებით, მეორე ადგილზე გასულ პარტიას „ქართული ოცნება“ რეიტინგით რამდეჯერმე უსწრებს

,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შიდა კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და დადგინდა, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიას „ქართული ოცნება“ რეიტინგით რამდეჯერმე უსწრებს. 
მისი ინფორმაციით, შიდა კვლევა ჩაატარა „ნაციონალურმა მოძრაობამაც“, რომლითაც იგივე დასტურდება.
,,ბოლოს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენ მეორე ადგილზე მყოფ პარტიას რამდეჯერმე ვუსწრებთ. კვლევის მეთოდოლოგიაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. გეტყვით, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით 3 500 ადამიანი გამოიკითხა. ახლა ვმსჯელობთ იმაზე, უნდა გამოვაქვეყნოთ თუ არა აღნიშნული შედეგები. სამწუხაროდ, NDI ვერ ახერხებს რეალური შედეგების დადებას, ეს პრაქტიკა უკვე წლების განმავლობაში გრძელდება, ასე იყო 2010 წელსაც, 2012-ში და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევასა და არჩევნების შედეგებს შორის 2012 წელსა იყო კატასტროფული აცდენა.

,,იგივე მოხდა 2012-13 წლებშიც. ბოლოს არჩევნები ჩატარდა გარდაბანში, რაც ერთგვარი ტესტი იყო „ქართული ოცნებისთვის.“ გარდაბნის არჩევნების შედეგების მიხედვით, შეგვიძლიათ თქვათ, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიას რამდენჯერმე ვუსწრებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის შედეგები ,,ჯი-ეიჩ-ენმა“ მოიპოვა, რომელიც 1-3 აპრილს საქართველოს ათ ქალაქში ჩატარდა და პარტიების მხარდაჭერის რეიტინგი  ასე გამოიყურება:

ქართული ოცნება - 33,2%

ნაციონალური მოძრაობა - 30,7%

თავისუფალი დემოკრატები - 7.9%

რესპუბლიკური პარტია - 7,3%

კვლევაში გაურკვევლად - ერთ პოლიტიკურ სუბიექტებად არიან დაჯგუფებული „პატრიოტთა ალიანსი და მრეწველთა პარტია“, - 9,6% , ასევე გაერთიანებულია ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანებისა და ეროვნული ფორუმის რეიტინგი - 11, 11%.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობას აპირებს გამოკითხულათა 73%.

გამოკითხვები ჩატარდა თბილისში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში,  ბათუმში, ახალციხეში, გორში, მარნეულში, რუსთავში და ოზურგეთში.

გამოკითხვის ათი პუნქტიდან ხუთში გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ (მარნეული, რუსთავი, თბილისი, ოზურგეთი, თელავი) და ხუთში ნაციონალურმა მოძრაობამ (ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, ახალციხე, გორი).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge