primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

გიორგი მარგველაშვილმა დედაენის დღე საქართველოს მოსახლეობას ყარაჯალადან მიულოცა

  • საზოგადოება
  • 14.04.2016
  • 15:18
გიორგი მარგველაშვილმა დედაენის დღე საქართველოს მოსახლეობას ყარაჯალადან მიულოცა

„იმედი მაქვს, რომ ქართული ენის შესწავლით ჩვენს სახელმწიფოს, კიდევ უფრო ძლიერს გავხდით!”  – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალას საშუალო სკოლაში, სადაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის „ვისწავლოთ ქართული”  ბენეფიციარებს შეხვდა.

პროექტის „ვისწავლოთ ქართული” მეშვეობით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფო ენას ეუფლებიან, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ ინტეგრაციას ერთიან ქართულ,სახელმწიფოებრივ სივრცეში.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ აქტიური ჩართულობისთვის, რომლითაც თქვენ მონაწილეობთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. ამ ჩართულობის ერთერთი გამოხატულებაა თქვენი ინტერესი დამოწადინება ქართული ენის შესწავლისათვის.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ძლიერი სახელმწიფო ძლიერ მოქალაქეს ეფუძნება. თავისუფალი სახელმწიფო თავისუფალი მოქალაქეებისგან შენდება და უფრო თავისუფალი და უფროძლიერი ხარ, როდესაც, ერთი მხრივ, იცი სახელმწიფო ენა და მეორე მხრივ, იცი ის ძირითადი კანონი, რომლითაც ეს სახელმწიფო ფუნქციონირებს.

ეს კურსი, რაც შედგა, სწორედ ამ ორ უმნიშვნელოვანეს პრინციპს ემსახურება. ეს არის სახელმწიფო ენის – ქართული ენის ცოდნა, იმ ფონზე, რომ თქვენ არ ივიწყებთ თქვენს ენას და მეორე მხრივ,კონსტიტუცია გაძლევთ თქვენ იმის ცოდნას, როგორ ფუნქციონირებს ეს სახელმწიფო.

ეს კურსი უკვე ძალიან ეფექტიანია. მინდა მადლობა გადავუხადო სოფიო შამანიდს, რომელიც ჩვენი მხრიდან კურირებს ამ პროგრამას და მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ პროექტშია ჩართული”,-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ყარაჯალას საშუალო სკოლაში პროგრამის ბენეფიციარებთან შეხვედრისას.

საქართველოს პრეზიდენტმა დედაენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ის თარიღი, როდესაც ჩვენ 1978 წელს შევძელით და დავიცავით ჩვენი დედაენა.

„ზოგიერთი თქვენთაგანი ალბათ მაშინ დაბადებული არ იყო, მაგრამ გსმენიათ საბჭოთა კავშირში როგორ იდევნებოდა ნებისმიერი განსხვავებული აზრი.

შეუძლებელი იყო ადგილი ჰქონოდა ნებისმიერ დემონსტრაციას, რაიმე ტიპის გამოსვლას. ეს იყო სისტემა, როდესაც ადამიანებს არ ჰქონდათ თავისი აზრის გამოთქმის უფლება და 1978 წელსცენტრალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არა მარტო ჩვენი აზრის გამოთქმის უფლებისთვის დავესაჯეთ, არამედ წაერთმიათ ჩვენთვის ჩვენი დედაენა – ის ქართული ენა, რომელსაც დღესთქვენ სწავლობთ და, რომელითაც დღეს თქვენ კონსტიტუციას სწავლობთ.

და აი სწორედ, კონსტიტუციაში გეგმავდნენ ჩაწერას, რომ ქართული არ იქნებოდა სახელმწიფო ენა და, მაშინ გაერთიანდა მთელი საზოგადოება და ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.

მაშინ მე ვიყავი სწორედ იმხელა, რამხელაც ახლა ამ კლასში არიან ეს ბავშვები. მაშინ პირდაპირ რუსთაველზე გავიდა ჩემი კლასი. ბუნებრივია, ბოლომდე ვერ ვხვდებოდით რა ხდებოდა, მაგრამმერე და მერე იმის გააზრებამ, თუ რა გააკეთა ჩვენმა საზოგადოებამ მიმიყვანა იმ რწმენამდე, რომ ჩვენ, ყველა ერთად ძალიან ძლიერი ხალხი და საზოგადოება ვართ.

1978 წლის 14 აპრილს, იმ სისტემაში, სადაც ადამიანებს არაფრის უფლება არ ჰქონდათ, ჩვენმა საზოგადოებამ დაიცვა ყველაზე მნიშვნელოვანი, დაიცვა ჩვენი ისტორიული საფუძველი დაფუნდამენტი, დაიცვა უნიკალური ენა, რომელსაც გააჩნია უნიკალური ანბანი და შეძლო ეს გაეტარებინა სახელმწიფოებრივ დონეზე და შეძლო კომუნისტური სისტემისათვის შეეცვლევინებინაპოზიცია.

დღეს მე, მთელ ქართულ საზოგადოებას ვულოცავ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას – ჩვენი სულის გამარჯვებას იმ დიქტატურაზე, რომელიც ცდილობდა ყველაფერი ეროვნული წარეთმია ჩვენთვის.

დღეს ამას თქვენც გილოცავთ განსაკუთრებით და თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ დღეს. კიდევ ერთხელ, იმედი მაქვს, რომ ქართული ენის შესწავლით, კონსტიტუციის შესწავლით, იმ განსაკუთრებულიშრომისმოყვარეობით, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ახასიათებთ, იმ განსაკუთრებული მეგობრობით, რაც ჩვენ, კავკასიელებს ერთმანეთის მიმართ გვახასიათებს, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენსსაქართველოს კიდევ უფრო ძლიერს გავხდით და კიდევ უფრო წინ წავიყვანთ.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ ამ კურსის წარმატებულ დასრულებასა და კიდევ ერთხელ გილოცავთ 14 აპრილს!”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი ყარაჯალას სკოლაში სასწავლო პროცესს გაეცნო და ქართული ხალხური ცეკვის საბავშვო ანსამბლის რეპეტიციას დაესწრო, რომლთა საკონცერტო კოსტიუმების შეძენაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას დაესწრნენ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობებისსაკითხებში სოფიო შამანიდი, პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge