png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

იუსტიციის სამინისტრომ დედაენის დღე თავის სისტემაში ქართული ენის ტესტის დანერგვით აღნიშნა

  • საზოგადოება
  • 14.04.2016
  • 17:26
 იუსტიციის სამინისტრომ დედაენის დღე თავის სისტემაში ქართული ენის ტესტის დანერგვით აღნიშნა

დედაენის დღის აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტირების მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტესტირების საუკეთესო შედეგის მქონე ათი მონაწილე დააჯილდოვა. იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემუშავებული ტესტის ავტორი ენათმეცნიერი ნინო შარაშენიძეა.

უწყების ინფორმაციით, ქართული ენის ცოდნის დონის განსაზღვრის მიზნით ორი ტიპის ტესტი შეიქმნა: პირველი ადგენს მშობლიური ენის ცოდნის დონეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მომუშავე ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისათვის, ხოლო მეორე აფასებს ქართული ენის, როგორც უცხო ენის, ცოდნას ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით და ცოდნის A, B და C დონეებს განსაზღვრავს.

პირველი საცდელი ტესტირება 11 აპრილს გაიმართა. ტესტირება იუსტიციის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმაც − ალექსანდრე ბარამიძემ და გოჩა ლორთქიფანიძემ − გაიარეს, რითაც იუსტიციელებს მაგალითი მისცეს სახელმწიფო ენის დაცვის საქმეში. პირველ ეტაპზე ქართულ ენაში ტესტირება იუსტიციის სამინისტროს 26-მა თანამშრომელმა და 40-მა დაინტერესებულმა პირმა გაიარა.

„სიმბოლურია, რომ მშობლიური ენის ცოდნაში საუკეთესო შედეგი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ანა ბადალაშვილმა აჩვენა. 1978 წლის 14 აპრილს სწორედ უნივერსიტეტებმა, პროფესორებმა და სტუდენტებმა იბრძოლეს სხვებთან ერთად ქართული ენის დაცვისათვის და წინ აღუდგნენ მისი განადგურების მცდელობას. ეს ტესტი მინდა, უკვე ხვალიდან გახდეს სავალდებულო ყველა იუსტიციელისთვის და მათთვის, ვინც ჩვენს სისტემაში მუშაობას მოისურვებს. ასევე, მეამაყება, რომ ქართულის, როგორც უცხო ენის, ცოდნის ტესტში ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე ჩვენი ახალგაზრდა მოქალაქეები, ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან“, − განაცხადა მინისტრმა.

ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტი იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედ მოქალაქეობის საკითხთა განმხილველ კომისიას და ქართული ენის სწავლებაში ჩართულ პირებს ხელს შეუწყობს, განსაზღვრონ მოქალაქეობის მოპოვებისა და სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა ცოდნის დონე, დაგეგმონ მათთვის ქართული ენის შესწავლის პროცესი და დაეხმარონ მათ ენის სრულყოფილად ათვისებაში.

დაჯილდოების პარალელურად, დედაენის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ქართული ანბანისა და ქართული შრიფტის ისტორიის ამსახველი ფოტოების გამოფენაც მოეწყო.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge