primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ალექსანდერ ვერშბოუ: „მოკავშირეები მზად არიან საქართველოს ყველანაირად დაეხმარონ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაში“

  • პოლიტიკა
  • 16.04.2016
  • 12:05
ალექსანდერ ვერშბოუ: „მოკავშირეები მზად არიან საქართველოს ყველანაირად დაეხმარონ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაში“

სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის პირველი დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან შეხვედრით დაასრულა.

საუბრის მთავარი თემა თებერვალში, ბრიუსელში გამართულ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი იყო. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია და ვარშავაში დაგეგმილi ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესი განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა მინისტრ ხიდაშელთან. ჩვენ კარგი მეგობრები და კოლეგები გავხდით. ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე და იმ გზებზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ნატო-საქართველოს ურთიერთობა. განვიხილეთ თებერვალში გამართულ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე მინისტრის მიერ შემოთავაზებული ასპექტები. ვისაუბრეთ ალიანსის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელებაზე. იმ დროს, როდესაც მსგავს სიტუაციაში მყოფი სხვა ქვეყანა - უკრაინა, რუსეთიდან პირდაპირი საფრთხის წინაშე იმყოფება, მოკავშირეები მზად არიან საქართველოს ყველანაირად დაეხმარონ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაში,“ - აღნიშნა ალექსანდერ ვერშბოუმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„განვიხილავთ თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული შეთავაზების და წინადადებების ყველა კონკრეტულ ასპექტს ვარშავის სამიტის წინ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენი სათქმელი, მაქსიმალურად ავუხსნათ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ყველა დეტალი და შევეცადოთ, რომ მივიღოთ ჩვენი თხოვნების თუ მოთხოვნების რაც შეიძლება მეტ პუნქტზე თანხმობა,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში და გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის. ფორუმის მეორე დღეს დაგეგმილია შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში, ელჩ ტაკან ილდემთან.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge