primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ფინანსთა სამინისტრო ,,თავისუფალი თაობის“ მიერ გამართულ აქციას ეხმაურება

  • პოლიტიკა
  • 18.04.2016
  • 17:58
ფინანსთა სამინისტრო ,,თავისუფალი თაობის“ მიერ გამართულ აქციას ეხმაურება

ფინანსთა სამინისტრო ,,თავისუფალი თაობის“ მიერ გამართულ აქციას ეხმაურება და გამოთქმულ ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებს:

,,არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალი თაობა“ და მისი ხელმძღვანელის, ვლადიმერ სადღობელაშვილის მიერ დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე გაცხადებულ უსაფუძვლო და ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას შეეხება, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია განაცხადოს:

საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება, კერძოდ  საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ითვალისწინებს სსკ-ს 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები რომლის თანახმად, სსკ-ს 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება:

ა) „2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას).“

ბ) „2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, თუ გადახდილია 2009 წლის 1 იანვრისათვის არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება – გადასახადის თანხის ნაწილში და პირს 2009 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას)“.

გ) „ამ კოდექსის 281-ე მუხლის და 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის საფუძველზე ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა“.  

2016 წლის 12 აპრილის მდგომარეობით საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე მიხედვით უკვე 18 864 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 1 102 227 999,26 ლარი, მათ შორის:

ა) ნაწილით - 10 927 გადამხდელს 1 092 150 230,74 ლარი,

ბ) ნაწილით - 871 გადამხდელს 5 080 456,64 ლარი,

გ) ნაწილით - 7 066 გადამხდელს 4 997 311,88 ლარი.

ათასობით გადამხდელისათვის საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა კანონის ნორმების სრული დაცვით განხორციელდა. ეს იმ გადამხდელთა კატეგორია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში არ უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობა და ფაქტობრივად, აღნიშნული საგადასახადო ვალდებულებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის უიმედო ვალად ითვლება.

რაც შეეხება იმ პირთა სიის გასაჯაროებას, ვისაც ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება განვმარტავთ, რომ სსკ-ს 39-ე მუხლის შესაბამისად, „საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სტატუსისა, სახელწოდებისა, მისამართისა, საიდენტიფიკაციო ნომრისა, საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციისა, მისი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას“.

აღნიშნული ინფორმაცია 15 აპრილს, წერილის სახით, გაეგზავნა ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა“ ხელმძღვანელს. წერილში განმარტებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები და მისი ბრალდებების უსაფუძვლობა საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერის თაობაზე. მოგვიანებით, კიდევ ერთი წერილობითი პასუხი გაიგზავნა ვლადიმერ სადღობელაშვილის სახელზე. მიუხედავად აღნიშნულისა, ვლადიმერ სადღობელაშვილმა დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან აქცია მოაწყო და მასსმედიის წარმომადგენლებთან გააჟღერა მისი უსაფუძვლო მოსაზრებები და სამინისტროს ხელმძღვანელობის მიმართ აბსურდული ბრალდებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge