png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ვისკონსინის შტატის დელეგაციას შეხვდა

  • საზოგადოება
  • 18.04.2016
  • 18:00
 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ვისკონსინის შტატის დელეგაციას შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა. ვისკონსინის პენიტენციური დეპარტამენტის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი, რომელიც აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხთა საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით დაიგეგმა, მიზნად ისახავს პენიტენციური დაწესებულების მართვის (Unit Management), მსჯავრდებულთა რისკების შეფასების, კლასიფიკაციის მეთოდოლოგიის დანერგვისა და შემდგომი განვითარების მიმართულებით აშშ-ს გამოცდილების გაზიარებას. 
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ში საქართველოს პენიტენციური სისტემის არაერთი თანამშრომელი გადამზადდა და ამერიკულ მხარეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 
კახა კახიშვილის თქმით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემამ აშშ-ს პენიტენციური სისტემისგან რამდენიმე კარგი პროგრამა გაიზიარა, რომლებიც დღეს N16 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე ხორციელდება. 
„აშშ-ს პენიტენციური სისტემის თანამშრომლებთან მჭიდრო სამსახურებრივი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მსჯავრდებულების რისკების მიხედვით კლასიფიკაცია, რომელიც საპილოტე პროგრამის ფარგლებში ხორციელდებოდა, უკვე აქტიურად დაინერგა ჩვენს სისტემაში. აშშ-ს დელეგაცია ამ მიმართულებით ჩვენს საქმიანობას გაეცნობა, რის შემდეგაც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გასატარებელ რეფორმებს დავგეგმავთ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. 
მინისტრის თქმით, მიუხედავად ურთულესი მემკვიდრეობისა, სამინისტროს თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის, ასევე, აშშ-ს და ევროპული გამოცდილების გაზიარების შედეგად, საქართველოს პენიტენციური სისტემა პოსტსაბჭოთა სივრცეში მოწინავეა. 
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი დელეგაციის წევრებს სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა. კახა კახიშვილის თქმით, გაწერილია პენიტენციური სისტემის რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლებას, ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების და პატიმართა დასაქმების საკითხებს მოიცავს. 
როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხებში INL-ის მრჩევლმა ენტონი სტრეველერმა აღნიშნა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ვისკონსის შტატის პენიტენციურ დეპარტამენტს შორის თანამშრომლობა საერთო მიზნის მიღწევას _ საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმირებასა და გაუმჯობესებას ემსახურება. 
„თქვენს სისტემაში პროგრესი უკვე შესამჩნევია და ჩვენი დელეგაციის ორკვირიანი ვიზიტი რეკომენდაციებისა და გამოცდილების გაცვლის კარგი საშუალება იქნება“, - განაცხადა ენტონი სტრეველერმა.
ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე პენიტენციური დაწესებულებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების მონახულება. ასევე, სამინისტროსა და პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან, პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებთან, ცენტრალური აპარატის მულტიდისციპლინარულ გუნდთან, დაწესებულებების მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფებთან და სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრების გამართვა. 
აღსანიშნავია, რომ კონსულტაციების მიღებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს 2014 და 2015 წლებში სტუმრობდა. აღნიშნული ვიზიტები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვით ორგანოებთან ურთიერთობის საერთშორისო ბიუროს (INL) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge