ქაბულში ტერაქტს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 19.04.2016
- 10:45
20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქაბულში მომხადრი ტერაქტის შდეგად. ამის შესახებ Tolo News-ი იუწყება.
ქაბულის ცენტრში თვითმკვლელმა-ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა, რომელსაც თავად მართავდა. აფეთქება იმ ადგილას მოხდა, სადაც განლაგებულია ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების სამმართველოს შტაბ-ბინა, თავდაცვის სამინისტრო და აშშ-ის საელჩო. აფეთქების ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს პრეზიდენტის სასახლე.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა ”თალიბანმა” აიღო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200