Apple Inc-ი iPhone-ის წარმოების დაბალ მაჩვენებელს მეორე კვარტალშიც შეინარჩუნებს
- ეკონომიკა
- 19.04.2016
- 12:16
კორპორაცია Apple Inc-ი iPhone-ის წარმოების დაბალ მაჩვენებელს მეორე კვარტალშიც შეინარჩუნებს, რაც თავის მხრივ შესუსტებულ გაყიდვებს უკავშირდება, წერს გაზეთი Nikkei.
გამოცემის ინფორმაციითცვე, Apple არ აპირებს ახალი მოდელების iPhone SE-ის წარმოებას ისე, რომ არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ იანვარში Nikkei წერდა, რომ პირველ კვარტალში Apple iPhone 6s-სა და iPhone 6s Plus-ის წარმოებას 30 %-ით შეამცირებდა. გამოცემა პროგნოზირებს, რომ გაყიდვებიცა და წარმოებას ნორმაში აპრილ-ივლისისთვის დაბრუნდება.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2016 წელს მსოფლიოში სმარტფონების რეალიზაციის მაჩვენებელი,, პირველად ისტორიაში 10 %-მდე შემცირდება.
ანალიტიკური კომპანია Gartner Inc-ის პროგნოზით გაყიდვები 7 %-ით, 1,5 მლრდ ერთეულამდე შემცირდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200