png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ოთარ დანელია სეს-სა და სამინისტროს ლაბორატორიის იმერეთის სამსახურების მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო

  • საზოგადოება
  • 19.04.2016
  • 13:43
ოთარ დანელია სეს-სა და სამინისტროს ლაბორატორიის იმერეთის სამსახურების მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის იმერეთის რეგიონული ოფისები დაათვალიერეს, სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ და თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლის მნიშვნელობაზე, რაც ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად მეტად აქტუალური ხდება.

თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ქუთაისის რეგიონული ლაბორატორია ცხოველთა დაავადებების პირველად და დამადასტურებელ დიაგნოსტიკას ახორციელებს.

უწყების ინფორმაციით, ტარდება კვლევები როგორც მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის, ისე სურსათის კვლევის მიმართულებითაც. უკვე დანერგილია და აქტიურად მიმდინარეობს ფუტკრის დაავადებების კვლევაც. 2015 წლიდან ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაციას ფლობს. ამჟამად ლაბორატორიაში 11 სპეციალისტია დასაქმებული;

ქუთაისში, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის ახალი შენობა 2015 წელს გაიხსნა, სადაც 46 ადგილობრივი სპეციალისტი დასაქმდა. რეგიონის მასშტაბით სააგენტოს სპეციალისტები სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს, ვეტერინარული კეთილსაიმედოობის კუთხით ცხოველთა ვაქცინაციებს (დაავადებებზე -ცოფი, თურქული, ცხვრის და თხის ყვავილი, ნოდულარული დერმატიტი) ახორციელებენ. ტუპერკულოზზე და ბრუცელოზზე ტარდება სისხლის ნიმუშების გამოკვლევა. სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს, სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვების ბლოკების შემოწმებას, ასევე იმერეთის რეგიონში მდებარე ცხოველთა 13 სასაკლაოს მონიტორინგს. სასაკლაოებში დანერგილია HACCP-ის (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სისტემა, რაც ზრდის მომხმარებლის ნდობას წარმოებული სურსათისადმი და მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან დასაახლოებლად.

„მნიშვნელოვანია სამომხმარებლო ბაზრის და სწრაფი კვების ობიექტების მონიტორინგი, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ინტენსიურად ახორციელებენ. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკების კონტროლი. ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად სკოლამდელ დაწესებულებებში უკვე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და დღეისათვის იქ არსებული კვების ბლოკების უმრავლესობა დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მიმდინარე წელს, იმერეთის რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ინსპექტირებულია 232 სკოლისა და სასკოლო დაწესებულების კვების ბლოკები. სააგენტოს სპეციალისტებმა გასცეს 440 ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, მათ შორის 225 - მწვანილზე. რაც ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის მოზულობის ზრდაზე მეტყველებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge