აშშ ისლამისტების წინააღმდეგ ერაყში 200-ზე მეტ სამხედროს აგზავნის
- მსოფლიო
- 19.04.2016
- 13:48
აშშ-ის ხელისუფლება ერაყში ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების წინააღმდეგ 200-ზე მეტი სამხედროსა და Apache -ის ტიპის რვა ვერტმფრენის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ დასავლური მედია ამერიკის პრეზიდენტის ადმინსტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
ამერიკამ კონტიგენტის გადასროლის გადაწყვეტილება ქალაქ მოსულის ტერორისტებისგან გათავისუფლებაში ერაყელი სამხედრობის დასახმარებლად მიიღო.
ბაღდადში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ ამერიკელი ინსტრუქტორების ჩასვლა ერაყის ბატალიონებს ფრონტის ხაზთან მიახლოებაში დაეხმარებიან, რაც მათთვის რისკს გაზრდის, თუმცა როგორც კარტერმა აღნიშნა ამ რისკების შესამცირებლად უშიშროების ძალები გაძლიერდებიან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200