png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენა გახსნა

  • პოლიტიკა
  • 21.04.2016
  • 10:25
გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ერთად საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენა გახსნეს.

 გამოფენის გახსნას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ნოე ჟორდანიას შვილი ნათელა ჟორდანია და საფრანგეთში მცხოვრები პირველი რესპუბლიკის მთავრობის სხვა შთამომავლები დაესწრნენ.

 საქართველოს პრეზიდენტმა გამოფენაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა - ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და საფრანგეთის სახელმწიფოს მადლობა გადაუხადა პირველი რესპუბლიკის დევნილი მთავრობის მხარდაჭერისთვის.

„წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხელახლა აღდგენის 25 წელს ვზეიმობთ, წელს 25 წელია მას შემდეგ,  რაც ქართული სახელმწიფო კიდევ ერთხელ გახდა  დამოუკიდებელი. ამაყი სახელმწიფო, რომელიც იყურება წინ მომავლისკენ და ეს მომავალი ერთმნიშვნელოვნად დაფუძნებულია ევროპულ ღირებულებებზე.

საუკუნეების განმავლობაში ჩვენი სწრაფვა ევროპული კულტურისადმი, სწორედაც რომ  თქვენს სამშობლოს უკავშირდება, ჩვენ ახლა ხელახლა შევძელით რომ სახელმწიფო დონეზე გაგვემყარებინა ორ სახელმწიფოს შორის კულტურული ერთობა.

 ჩვენსა და საფრანგეთის სახელმწიფოს შორის უაღესად მეგობრული ურთიერთობებია პოლიტიკურ დონეზე და ამავე დროს ჩვენ ამ მეგობრობას ვამტკიცებთ ბრძოლის ველზე, ჩვენ ფრანგ თანამებრძოლებთან ერთად ვიბრძვით მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად.

 და მომავალიც ჩვენი სახელმწიფოებისა ამ თანამშრომლობაში და ამ ერთობლივი ღირებულებების გაძლიერებაში და გაფართოებაშია.

 მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ გამოფენისთვის, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს სახელით, მინდა მადლობა გითხრათ თქვენ და მთელ ფრანგ ერს, რომ ჩვენი ქვეყნიდან ოკუპაციის შედეგად წამოსული მთავრობა სწორედ ფრანგმა ერმა შეიფარა, მისცა ჩვენს მთავრობას ღირსეული თავშესაფარი, მისცა ჩვენს მთავრობას იმის შესაძლებლობა, რომ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ აღდგენილიყო, დიდი მადლობა თქვენ და საფრანგეთის სახელმწიფოს”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა არლემ დეზირმა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და გიორგი მარგველაშვილს  საჩუქრად დიპლომატიური არქივიდან ორი დოკუმენტი გადასცა.

 „ეს დიპლომატიური არქივი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ინახებოდა და თქვენი ვიზიტისთვის საგანგებოდ გამოვფინეთ ამ დარბაზში. ეს არის სიმბოლო  ჩვენი ძლიერი მეგობრობისა და იმ საერთო ღირებულებებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანებს აერთიანებს. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას,  ტერიტორიულ მთლიანობას, ერთგული რჩება 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს გვერდით რჩება.

საფრანგეთი აგრძელებს ორმხრივ თანამშრომლობას საქართველოსთან დიპლომატიურ, პოლიტიკურ, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით“, - განაცხადა არლემ დეზირმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge