სადამ ჰუსეინის სასახლეს მუზეუმად გადააკეთებენ
- ეკონომიკა
- 21.04.2016
- 12:11
ერაყის ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის ბასრაში მდებარე სასახლეს მუზეუმად გადააკეთებენ.
National Geographic-ის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 3,5 მლნ დოლარს შეადგენს.
პროექტის მიხედვით, მუზეუმს ექსპონატებისთვის 4 დარბაზი ექნება, სადაც მთელი ერაყის ისტორიის გაცოცხლება მოხდება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ეს პირველი მუზეუმი იქნება.
მუზეუმი დამთვალიერებლებს უკვე სექტემბრიდან მიიღებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200