primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

პროკურატურამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს ბრალი წარუდგინა

  • სამართალი
  • 21.04.2016
  • 13:37
პროკურატურამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს - არჩილ დავითულიანს და ნიკა ალიხანაშვილს განზრახ უკანონოდ დაკავების, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ  2015 წლის 26 იანვარს,  ქალაქ თბილისში, ოქროყანის გზაზე, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა - ნიკა ალიხანაშვილმა და არჩილ დავითულიანმა მძღოლის სიმთვრალეზე შემოწმებისმიზნით,  ვაჟა ჭინჭარაულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გააჩერეს, სადაც ასევე   ისხდნენ  ლაშა ავალიანი, იმედა და გიორგი წიკლაურები.  ი.წიკლაურმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გაჩერების მიზეზის ახსნა მოსთხოვა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. ნ.ალიხანაშვილმა და  ა.დავითულიანმა დამხმარე ეკიპაჟი გამოიძახეს, რომლის დანახვისთანავე მოახდინეს მოქალაქეთა მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის იმიტაცია.

 ა. დავითულიანმა და ნ. ალიხანაშვილმა  მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეთა ქმედება არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, არაადეკვატური და გადამეტებული ძალის გამოყენებით, თითქოსდა პოლიციელებისთვის ძალადობით წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დააკავეს იმედა და გიორგი წიკლაურები. ა.დავითულიანმა ი.წიკლაურს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ნ. ალიხანაშვილმა კი უკანონოდ დაკავებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, მოახდინა მტკიცებულების ფალსიფიკაცია - დაიზიანა სამსახურებრივი ფორმა და გამომძიებელს წარუდგინა იგი დაზიანებული სახით.

არჩილ დავითულიანს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, ხოლო  ნიკა ალიხანაშვილს - სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან - რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

2016 წლის 21 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge