png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

Georgian Airways-ი თბილისი-ბათუმის ავიარეისით დაინტერესებული აღარ არის?

  • ეკონომიკა
  • 21.04.2016
  • 15:53
Georgian Airways-ი  თბილისი-ბათუმის ავიარეისით დაინტერესებული აღარ არის?

მოემსახურება თუ არა Georgian Airways-ი  (“აირზენა”) თბილისი-ბათუმის ავიარეისს, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ავიაკომპანიის მენეჯმენტი აცხადებს,  ამ დროისათვის Georgian Airways-ს ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ოპერირების გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, რაც თავის მხრივ მრავალ ფაქტორთანაა დაკავშირებული.

როგორც ცნობილია, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებისთვის ავიაკომპანიას უკვე ეძებს.

Georgian Airways-ის მენეჯმენტი ამბობს, რომ ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ამ ეტაპისთვის ჩამოყალიბებულნი არ არიან, თუმც განმარტავენ, რომ მათთვის ეს მიმართულება კომერციულად მომგებიანი არ იყო.

კომპანია, წლების განმავლობაში, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, რეისებს ყოველდღიურად ასრულებდა. ამ მხრივ Georgian Airways-ი  ბაზარზე ერთადერთი ავიაკომპანია იყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ იწვევს ყველა დაინტერესებულ ავიაკომპანიას, რომ გამოხატონ ინტერესი რეგულარული ავიარეისების შესრულების თაობაზე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. 

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ დაინტერესებულია გააფორმოს შესყიდვის ხელშეკრულება ავიაკომპანიასთან, რომელიც მზად იქნება განახორციელოს შიდა ფრენები თბილისი-ბათუმი-თბილისის ან ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ყველაზე დაბალ ფასად, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განმარტავენ, რომ შემოთავაზების ბოლო ვადაა 2016 წლის 5 მაისი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge