primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა

  • ეკონომიკა
  • 22.04.2016
  • 13:47
ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა

2013 წელს ჩატარებული ICAO-ს ყოვლისმომცველი აუდიტის შედეგების გამოსასწორებელი ღონისძიებების ადგილზე შეფასების მიზნით, მიმდინარე წლის 4-15 აპრილს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტს (ICVM) უმასპინძლა. მისიის ფარგლებში, აუდიტორების მიერ შემოწმდა სააგენტოს მიერ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების სერტიფიცირებისა და ზედამხედველობის პროცესი 4 მიმართულებით: საავიაციო კანონმდებლობა (LEG), საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობა (OPS), საჰაერო ხომალდების ვარგისობის ზედამხედველობა (AIR) და ორგანიზაციული საკითხები ნაწილობრივ (ORG).

ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, ICAO-ს მიერ 2013 წლის აუდიტის დროს დაფიქსირებული ხარვეზი (SSC OPS/01-10/2013), რომელიც უკავშირდებოდა საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების სერტიფიცირების პროცესს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აღმოფხვრილია. მიმდინარე წლის 19 აპრილს, მონრეალში შეკრებილმა SSC ვალიდაციის კომიტეტმა განიხილა აუდიტორთა ჯგუფის მიერ, 4-15 აპრილს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მოპოვებული მტკიცებულებები და დაასკვნა, რომ საქართველოს მიერ ხარვეზი წარმატებით იქნა გადაჭრილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას მოეხნა „წითელი ალმის“ სტატუსი. ოფიციალურ წერილს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უახლოეს დღეებში მიიღებს.

რაც შეეხება კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტის მთლიან შედეგებს, მათ შესახებ საბოლოო დასკვნას სააგენტო 90 დღეში მიიღებს. თუმცა, საკითხისადმი მაღალი ინტერესის გამო გაცნობებთ, რომ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ აჩვენა გაუმჯობესება ყველა შემოწმებულ კომპონენტში. კერძოდ წინანწარი პროცენტები ასე გამოიყურება:
• ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაცია საავიაციო კანონმდებლობის ნაწილში (LEG) გახდა - 81.82% (მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 67.8%), გაუმჯობესებამ 2013 წლის აუდიტთან შედარებით 59.09% შეადგინა;
• საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობის (OPS) კუთხით გახდა 82.73% (მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი 66.6%) - 22.3% უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე ეს იყო 2013 წლის აუდიტის დროს;
• საჰაერო ხომალდების ვარგისობის ზედამხედველობის (AIR) პროცესი გაუმჯობესდა 20.82%-ით, ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელი 82.11%-ს შეადგენს (მს. საშუალო მაჩვენებელი 74.57%);
• ორგანიზაციულ ნაწილი (ORG), რომელიც აუდიტმა სხვა საკითხებთან კვეთის გამო მხოლოდ ნაწილობრივ გაიარა 15.34%-ით გაუმჯობესდა.

აუდიტის მიერ გამოვლენილი შედეგებით, საქართველოს საერთო მაჩვენებელმა ICAO-ს გლობალური უსაფრთხოების გეგმით დადგენილ 60% პროცენტს გადააჭარბა (წინასწარი მონაცემებით დაფიქსირდა 64.44%), რაც პირველი პრეცენდენტია ქვეყნისთვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge