png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქართული საინჟინრო ელიტა ზაქარია ქუცნაშვილის წინააღმდეგ

  • საზოგადოება
  • 22.04.2016
  • 14:41
ქართული საინჟინრო ელიტა ზაქარია ქუცნაშვილის წინააღმდეგ

დღეს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა და წარმომადგენლობითმა საბჭოებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მიმდინარე წლის 20 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მე-2 არხის გადაცემა „ბრიფინგის დროში“ გაკეთდა განცხადება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2016 წელს გამართულ რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნული შეფასდა როგორც „უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგო ქმედება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს სასამართლო დავა, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება მიგვაჩნია სასამართლოზე ზეწოლად.

აქვე, საზოგადოებას გვინდა განვუმარტოთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში, რექტორის არჩევნების ჩატარებამდე და რექტორობის კანდიდატების რეგისტრაციამდე გაკეთდა განცხადება მოწოდებით, რომ აკადემიურ საბჭოს არ აერჩია რექტორად არჩილ ფრანგიშვილი, რაც არის უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩარევა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან. მიუხედავად ამისა, აკადემიურმა საბჭომ მას შემდეგ, რაც იმსჯელა და დაადგინა, რომ არჩილ ფრანგიშვილის რექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ არჩევნებში მონაწილეობა არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, მიიღო გადაწყვეტილება  მისი კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ.

ზაქარია ქუცნაშვილის მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, შეგნებულად გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა 15 წლის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის პირველ ასეულში შედიოდა, მაშინ როდესაც ეს პერიოდი ტექნიკური უნივერსიტეტისათვის იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, როდესაც უნივერსიტეტმა ვერ მოიპოვა აკრედიტაცია. ამ მდგომარეობიდან უნივერსიტეტის გამოყვანა დაიწყო ახლანდელი ხელმძღვანელობის მიერ. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ახალი ფაკულტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, განხორციელდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, შეიქმნა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო-სამეცნიერო-საექსპერტო ლაბორატორიები, შემოღებულ იქნა შიდა საგრანტო სისტემა, რაც ხელს უწყობს სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას. დღეისათვის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიოს მასშტაბით უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო პროექტებში, შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ და გაიცემა ორმაგი დიპლომი. ზაქარია ქუცნაშვილმა თავის გამოსვლაში შემოიტანა ახალი ტერმინი „რექტორის ბიუჯეტი“ და აღნიშნა, რომ თითქოსდა უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვა და განკარგვა ხორციელდება ერთპიროვნულად რექტორის მიერ, მაშინ როდესაც ბიუჯეტის  როგორც შემოსავლების, ისე ხარჯვითი ნაწილის დაგეგმვა ხორციელდება უნივერსიტეტის ყველა პროფესორისა და სტუდენტთა წარმომადგენლობის მიერ.

ზაქარია ქუცნაშვილი თავის გამოსვლაში უნივერსიტეტის პროფესორთა საერთო კრებას (ესწრებოდა ათასზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი) მოიხსენიებს როგორც „კომკავშირის კრებას“, რითაც ცდილობს შეურაცყოფა მიაყენოს უნივერსიტეტის როგორც ღვაწლმოსილ პროფესორ-მასწავლებლებს, ასევე, ახალგაზრდა თაობას.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, კატეგორიულად ვგმობთ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაზე ზემოქმედების მცდელობას და უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტს. მოვუწოდებთ მას, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირმა, თავი შეიკავოს მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებებისაგან.  ამასთან, ვთხოვთ, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომ პარლამენტის წევრ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით მოახდინოს სათანადო რეაგირება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge